როგორი გრძნობაა
როცა თავში სიცარიელე გაქვს? გინდა, რამე შექმნა, მაგრამ თითქოს "მუზები არ მოფრინავენ".
მაგრამ მუზაც ხომ ზედმეტად პირობითი და ზედაპირულია?! წერას შთაგონება, ემოცია, თავგადასავალი
სჭირდება. წერა ახალი ამბების თარგმნა არ არის. დაჯდები გამიზნულად და იმისთვის, რომ
უფროსს ასიამოვნო, შენთვის ბევრ უინტერესო ახალ ამბავს გაუზარებლად გადაიკითხავ და
თარგმნი მექანიკურად. წერა შემოქმედებაა, რომელიც ყოველდღიური რუტინისგან განსხვავდება.
დინამიური, პერიოდული პროცესია და რაც უფრო დიდი შუალედებით არის დაწერილი თითოეული
ისტორია, უფრო ხარისხიანი და ბევრის მთქმელია. ყოველდღიურობა, ინტენსიურობა ყველაფერს
ახუნებს. ცხოვრებაშიც ხომ მუდმივი ბედნიერებაც კი უინტერესო ხდება და გრძნობებისგან
იცლება. როგორც ადამიანის ცხოვრება, ისე მწერლობა არ უნდა ჰგავდეს აპათიას. ამიტომ,
როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე მწერალი მუდმივად თავგდასავლების ძიებაში უნდა იყოს,
მუდმივად ახლის ძიებისკენ უნდა მიილტვოდეს იმისთვის, რომ მოიპოვოს ბედნიერება. იმისთვის,
რომ ჰქონდეს შთაგონების წყარო. იმისთვის, რომ იცხოვროს და არა იარსებოს.
Thursday, October 30, 2014
წერა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
(Y) <3
ReplyDelete