Saturday, July 12, 2025

აღსარება, მე სერგო ფარაჯანოვი

 🎭 ვისაც გიყვართ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება ან კიდევ, ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ერევანში მის სახლ-მუზეუმში, მაშინ, აუცილებლად ნახეთ ახმეტელის თეატრში სპექტაკლი "აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი" 👏

კინოს ჯადოქრად აღიარებული, სომხური წარმოშობის ქართველი რეჟისორის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მულტი მედია - პერფორმანსში, ფარაჯანოვის (როლში - გიორგი გასვიანი) თხრობის ფონზე ცოცხლდება კადრები ხელოვანის ფილმებიდან და მისი ცნობილი ინსტალაციებიდან.


თბილისური  მოგონებები ბავშვობიდან და ის ცხოვრებისეული ტრაგედიები, რომლებმაც შემდეგში ასახვა ჰპოვა ფარაჯანოვის სიურეალისტურ შემოქმედებაზე, განსაკუთრებული ეკლექტიკით წარმოჩინდება მაყურებლის წინაშე.

რეჟისორი ირაკლი გოგია, 70  წუთიან პერფორმანსში, თუმცა მოკლედ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ გადმოსცემს სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებისთვის  დამახასიათებელ თავისებურებებს, ხოლო გიორგი გასვიანი, ირგებს რა, გენიალური რეჟისორის ტყავს, მაყურებელს დამაჯერებლად ამოგზაურებს მის ბავშვობისდროინდელ მოგონებებში.

სერგო ფარაჯანოვი, რთული და ამოუწურავია, შესაბამისად, 70 წუთიც არ არის საკმარისი მისი შემოქმედების სრული სისავსით გასაცოცხლებლად, მაგრამ სრულიად საკმარისია, დადებითი ემოციების მისაღებად და გენიალური ხელოვანის შემოქმედების გადასათვალიერებლად ❤️

თიკა წიკლაური

2024 წ. 

No comments:

Post a Comment