ნაწყვეტი ცნობილი საბავშვო ავტორის ფარჰად ჰასანზადეს ნაწარმოებიდან
"ქუთი ქუთის ზღაპრები"
ქუთი ქუთი ტკბილი და საყვარელი პატარაა, რომელსაც ათასი ფეხი აქვს. რადგანაც ათასი ფეხი აქვს, ათასი პრობლემა აქვს და ზოგჯერ, როცა არ იცის, პრობლემა როგორ მოაგვაროს, ლიტრობით ცრემლებს აღვარღვარებს. ფეხბურთის თამაშისას, ყველას ფეხებში ედება, ხოლო მისი ფეხების ბანვას მთელი დღე მიაქვს...
^^^
პარასკევ დღეს ქუთი ქუთი აბანოში შევიდა. დედამ უთხრა, მალე გამოდიო. მაგრამ... გავიდა ერთი საათი, არ გამოვიდა, გავიდა ორი საათი, არ გამოვიდა, გავიდა სამი საათი, ოთხი საათი! ხუთი! საღამო ხანს დედამ აბანოს კარზე დაუკაკუნა: კაკ-კუკ, კაკ-კუკ!
ჰკითხა: „რას აკეთებ
ქუთი ქუთი, დაღამდა“.
- ჯერ არ დამისრულებია.
- არ დაგისრულებია?
იცი მაინც, რას აკეთებ?
- ფეხის გულებს
პემზით ვიხეხავ.
დედამ გაკვირვებისაგან
შეჰკივლა: „პემზით?“
ქუთი ქუთიმ გულგრილად
მიუგო: „ხო, პემზით. აბა, ათას ფეხს პემზით არ უნდა გახეხვა?“
- ვაი, ოჰ, ქუთი ქუთი...
- ძალიან კარგი,
დედიკო. ჯერ ოთხას სამოცდამეოთხე ფეხზე ვარ.
- როდის დაასრულებ?
- გთხოვ, ფურცელი
და ფანქარი აიღე და დაითვალე, რამდენი დამრჩა. თუ არ შეწუხდები, ვახშამიც აქ მომიტანე.
თარგმანი სპარსულიდან.
მთარგმნელი: თინათინ წიკლაური
აგვისტო , 2021
წყარო: http://farhadhasanzadeh.com/%da%a9%d9%88%d8%aa%db%8c%e2%80%8c%da%a9%d9%88%d8%aa%db%8c/
სასწაულად საყვარელი ქუთი ქუთია 🥰😍❤
ReplyDelete