ბებიას...
გარეთ ძლიერი ქარი ქროდა.
ჩაბნელებულ ოთახში ფანჯრები ავის მომასწავებლად ზანზარებდა. პატარა გოგონამ თვალები
ფართოდ გააღო და სახეზე შიში გამოესახა. გვერდით მძინარე ბებიას გადახედა და ფრთხილად
დაუძახა. არა, ბებიას არ ეძინა. შვილიშვილი ხელში აიყვანა და თავის ლოგინში ჩაიწვინა.
რა ბედნიერი იყო იმ ღამეს გოგონა. მას აღარ ეშინოდა, ის ხომ მარტო აღარ იყო...
მზის ჩასვლისას, ხშირად აიტუზებოდა ხოლმე დიდ ფანჯარასთან
და მის სახლთან ჩამავალ ყველა ავტობუსს ყურადღებით აყოლებდა თვალს. არც ეს გაჩერდა,
არც ეს! აი, ამ ავტობუსმა უნდა მოიყვანოს ჩემი ბებია. არა, ეს არაა. მოიწყინა... ნომერი
14 ავტობუსი გაჩერებასთან გაჩერდა. როგორც იქნა! ცოტა ხნის შემდეგ , გოგონა ბებიას
დღის ამბებს მხიარულად უყვებოდა...
პირველ კლასში, პირველად კლასში, ბებიამ შეაცილა. თავისი
სამსახურის კალმისტარიც მისცა, დაგჭირდებაო.
...
ბებია გოგონას სასკოლო რვეულს ამაყად ათვალიერებს.
ამ ნაწერშიც ფრიადი გაქვს! და საღამოს, გოგონა სახლში სანატრელი ფანქრების ნაკრებით დაბრუნდა.
***
-
რა ლამაზი სამაჯურია
-
ბებიამ მაჩუქა დაბადების დღეზე...

***
-
ეს წიგნი წაიკითხე, საინტერესოა.
-
შენ რომ კითხულობ, მეც ის მინდა, რომ წავიკითხო.
-
არა, ეს, რომ გაიზრდები მერე.
2
-
არ იძინებ? შუქი ჩააქვრე.
-
გახსოვს, შენ რომ კითხულობდი ხოლმე? ცოტაც, ახლავე.
***
-
ეხლა ხელს დაგადებ და გაგივლის. არ გაგიარა?
-
კი, ძალიან კარგია. როგორი თბილი ხელი გაქვს. უკვე, უკეთ
ვარ...
***
-
ნუ ტირი გოგო, გული მეტკინა.
-
პრობლემები მაქვს, გიამბობ მაშინ... აღარ ვიტირებ... მიყვარხარ...
***
ეს
ვინ მოსულან! სახეგაბრწყინებული, ფეხზე წამომხტარი შეეგება შვილიშვილებს.
-
თქვენთვის მარწყვი მაქვს.
-
ეს სულ მე? ამდენი არასოდეს მიჭამია!
...
ელვარე
დილას, გოგლი-მოგლის თქვეფამ გააღვიძა გოგონა.
-
ადექი, ადგომის დროა.
-
რა გემრიელი საუზმეა... რა კარგია შენთან ყოფნა...
***
-
არ გამებუტო, შემირიგდი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.
-
საქმით დამიმტკიცე.
-
მაპატიე, გთხოვ...
3
ოთახში ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილში ბებიას გახარებულმა
ხმამ დედას ჰკითხა, გჯერა, რომ შენი შვილი უკვე სტუდენტია?
***
ცხელოდა. ფარდებგაფარებულ ოთახში, გოგონას ბებიას კალთაზე
თავი დაედო და ზღვაზე გატარებულ დღეებზე უყვებოდა.
-
რა კარგად ვართ, არ ადგე, არ წახვიდე.
-
დედაშენი მეძახის..
ფეხი...
-
აუცილებლად ავდგები, უნივერსიტეტში ვიდრე გახვალ, ავდგები...
***
-
დღეს, გახსოვს, ჩემი დაბადების დღეა.
-
მახსოვს და მე რომ ცარიელი ხელებით გილოცავ...
-
არ მინდა საჩუქარი, მთავარია, შენ მყავდე კარგად...
***
-
იცი, ყველაზე ლამაზი ხარ. ასეთი ბებია არავის ჰყავს...
-
ლამაზი ადრე ვიყავი.
-
არა, შენ ყველაზე კარგი ხარ.
გულში მხურვალედ იკრავდა და ბევრს, ბევრს კოცნიდა.
***
-
იცი, რა? შენ ბებია ხარ, მე შვილიშვილი და ეხლა, შენი მოვალეობა
შეასრულე, მომეფერე.
-
ამხელა გოგოს, რაღა მოფერება გინდა?
-
შვილიშვილი ვარ მეთქი, ხომ გითხარი? მოვალეობებს არ ასრულებ...
***
-
რა გემრიელია.
-
მე გავაკეთე, მართლა მოგწონს?
-
კი, ძალიან. მეორეც მომიტანე
***
სახლში უნდა მივიდე, დედა დღეს მუშაობს და ბებია მარტოა...
***
ტახტზე მჯარი, ყოველ დღე, მოუთმენლად ელოდებოდა გოგონას
შინ დაბრუნებას.
წყალი მომაწოდე... დამაწვინე... ხო, ასე...
***
შუაღამეა. გარეთ ქარი ქრის. შვილიშვილს სძინავს. არა,
არ სძინავს....
თინათინ წიკლაური
2010წ.
ნახატების ავტორი : ნინო ჩაკვეტაძე
No comments:
Post a Comment