წარსული და აწმყო
მე-19 საუკუნის
ბოლოს, 1899 წელს, რუსეთის იმპერიამ საქართველოში დაარსა კავკასიის კუსტარული კომიტეტი,
რომლის მიზანსაც წარმოადგენდა კავკასიის მასშტაბით ხალხური რეწვის-ხელოსნობისა და ხელოვნების კერების აღრიცხვა-აღნუსხვა, ხელნაკეთი ხალხური და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მაღალმხატვრული
ნიმუშების
შექმნა,
ტრადიციულ
სახეებსა
და
ფორმებზე
დაყრდნობით
ახალი
თანამედროვე
ნიმუშების
დამზადება და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. 1913
წელს კავკასიის კუსტარული კომიტეტის ბაზაზე დაარსდა მუზეუმი და მისთვის სპეციალურად,
მუშტაიდის ბაღში აიგო შენობა. იქ წარმოდგენილი
იყო
ხელოვნების
ყველა
ის
დარგი,
რა
სფეროშიც
კომიტეტი
მოღვაწეობდა.
1930 წლიდან
1960 წლამდე მუზეუმმა სხვადასხვა სივრცე გამოიცვალა. 1970 წლიდან 2000 წლამდე აღნიშნული
მუზეუმი თბილისის მუზეუმის ერთ-ერთ ფლიგელში იყო განთავსებული. 2007 წლიდან დღემდე
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი განთავსებულია
სპეციალურად მისთვის გამოყოფილ შენობაში, რომელიც მდებარეობს შალვა დადიანის 28 ნომერში.
საქართველოს ხალხური
და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა ახალი ცხოვრება დაიწყო რამდენიმე წლის
წინ, როდესაც სათავეში მოვიდა ახალი გუნდი ირინა კოშორიძის ხელმძღვანელობით. გუნდმა აქტიურად დაიწყო მუზეუმის რებრენდინგი. მოხდა
ფონდების რეინვეტარიზაცია, გაიხსნა იულეს სტრაუმეს სახელობის ბიბლიოთეკა რომელიც უახლოეს
მომავალში უცხოელი კოლეგების მიერ გამოგზავნილი 600-მდე ახალი წიგნით გამდიდრდება,
შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა
დიზაინერმა ნინო ჩაჩხიანმა მუზეუმისთვის შექმნა ლოგო. მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან - ლატვიის მუზეუმთან და ამ ქვეყნის მსგავსი ტიპის სხვა
ორგანიზაციებთან, საკუთრივ ლატვიის საელჩოსთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ
მუზეუმებთან. აქტიურად ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, საჯარო
ლექციები-დისკუსიები, მუზეუმი, საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდის მიზნით, იყენებს სოციალურ
ქსელ „ფეისბუქს“ და უახლოეს მომავალში, გეგმავს საკუთარი ვებ გვერდის დამზადებას. გარდა
ამისა, აღნიშნულ მუზეუმში შეიქმნა ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი,
რომლის მიზანიც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების გამართვაა. ცენტრის საბჭოს
წევრები არიან უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ძირითადად, მუშაობენ ქართულ
მასალაზე.
ნინო სიმონიშვილმა
- ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, დაგვათვალიერებინა
სამუზეუმო სივრცე და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა მუზეუმის მუშაობის ძირითად პრინციპებზე.
როგორც ჩვენთვის
გახდა ცნობილი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან და საშუალებას აძლევს დარგის
მომავალ სპეციალისტებს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ (უცხო ენების
და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, კრეატიული აზროვნება და ა.შ) უფასო სტაჟირება გაიარონ აღნიშნულ მუზეუმში. მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე, , რომელიც ამავე
დროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორია და ხსენებულ უმაღლესში მომავალი
ხელოვნებათმცოდნეებისთვის კითხულობს ლექციებს, აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში.
სტაჟიორები მუზეუმში სწავლობენ თუ როგორ ხდება გამოფენის მომზადება, ინსტალაცია, კონცეფციის შემუშავება და მუზეუმის
მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაციის
მუშაობაში მონაწილეობენ მოხალისეები და ვოლუნტიარები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ
ზრუნავენ ხსენებული სივრცის რებრენდინგში.
ქალბატონი ნინოს
თქმით, გამოფენები მუზეუმში სამ თვეში ერთხელ იმართება, ხოლო შემემცნებით-საგანმანათლებლო
ლექციებს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, საჯარო დისკუსიებს და სამეცნიერო ხასიათის
ლექციებს დარგით დაინტერესებული პირებისთვის, სისტემური ხასიათი აქვს. ასევე, ისიც
შევიტყვეთ, რომ მუზეუმი ახალ გამოფენას საშობაოდ გეგმავს.
იქიდან გამომდინარე,
რომ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი არის პატარა
მოცულობის, კადრების რაოდენობა მცირეა. მუზეუმში სულ 11 შტატიანი თანამშრომელია. აქედან
ნაწილი არის ახალგაზრდების ჯგუფი - რომელიც თანამედროვე გამოცილებას პასუხობს და ნაწილი
არის მუზეუმის გამოცდილი მეცნიერ-თანამშრომლები. ნინო სიმონიშვილის განმარტებით, ეს
მეთოდი ორგანიზაციაში საუკეთესო ბალანსს ქმნის.
მუზეუმის დამთვალიერებელი
ადვილად შენიშნავს, რომ ყველა სივრცე ერთმანეთთან აზრობრივად არის დაკავშირებული და
გათვლილია ყველა გემოვნების და ინტერესის მქონე
სეგმენტზე. მუზეუმი ერთდროულად საინტერესოა აღმოსავლეთმცონეებისთვის, ისტორიკოსებითვის,
ხელოვნებათმცოდნეებისთვის, მითების და ლეგენდების მოყვარულთათვის, ტურისტებისთვის და
ბავშვებისთვის.
რაც შეეხება ფინანსურ
მხარეს. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა რებრენდინგი
განახორციელა ძალიან მწირი დაფინასების პირობებში და თავიდან ბოლომდე ენთუზიაზმის ხარჯზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზაციას ამ საკითხის
საკუთარი ხედვა აქვს: „ჩვენი მიზანია, რომ დავდოთ პროდუქტი, საიდანაც გამოჩნდება, რომ
შენ მართლა გეკუთვნის ფინანსები და ამ პროდუქტს აქვს არსებობის უფლება“- აღნიშნა ქ-ნმა
ნინომ.
ყოველივე ზემოთთქმულიდან
გამომდინარე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ბრენდად
და ბაზარზე თავისი კუთვნილი ნიშა დაიკავოს.
თინათინ წიკლაური
2015წ.
თინათინ წიკლაური
2015წ.
No comments:
Post a Comment