მიმოხილვა
კულტურის პოლიტიკა
არის ქალაქის, ქვეყნის, მხარის, ცალკეული პირების ან ორგანიზაციების ქმედებათა კომპლექსი
ან კომპლექსური ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის სფეროს განვითარებას, კულტურის
გავრცელებას და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
კულტურის პოლიტიკა
მსოფლიოში მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა. საკუთრივ ტერმინის „კულტურის პოლიტიკა“ განსაზღვრება
მოხდა 1967 წელს მონაკოში იუნესკოს მიერ მრგვალი მაგიდის ფორმატში. ანგარიშში „პოლიტიკა
კულტურის სფეროში“ „კულტურის სფეროში პოლიტიკა,
გაგებული იყო როგორც ოპერაციული პრინციპების ერთობლიობა, ადმინისტრაციული და ფინანსური
საქმიანობის ტიპები და პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს ქმედებებს
კულტურის სფეროში“ (http://www.cpolicy.ru/analytics/80.html).
„კულტურის პოლიტიკის“
ცნება ბოლო პერიოდში, სულ უფრო მასშტაბური ხდება, რაც გამოწვეულია მსოფლიოში მიმდინარე
გლობალიზაციით, აქედან გამომდინარე, მისი კონცეფციაც მუდმივად ცვალებადია, რადგან ის პრიორიტეტები და
ინტერესები, რომლებსაც მოიცავს კულტურის პოლიტიკა, არის მოძრავი და მუდმივად განვითარებადი.
შესაბამისად, დღეისთვის, „კულტურის პოლიტიკის“ ორმოცდაათამდე განსაზღვრება არსებობს
.
კულტურის პოლიტიკას
რამდენიმე დონე გააჩნია. პირველი დონე ეს არის მსოფლიო კულტურის პოლიტიკა, რომელსაც
წარმართავს იუნესკო და მისი ინსტრუმენტებია სხვადასხვა კონვენციები, რომლებსაც შესაბამისი
დარგების მიხედვით ღებულობს ეს ორგანიზაცია და სწორედ ამ ინსტრუმენტებით ხდება საკუთარი
კულტურის პოლიტიკის გატარება. მეორე დონე - ევროპული კულტურის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს
ევროსაბჭო და ევროკავშირი, მესამე დონე - ეროვნული
დონე - თითოეულ სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი კულტურის პოლიტიკა. მეოთხე დონე - რეგიონალური
კულტურის პოლიტიკა - თითოეულ მხარეს ან ქალაქს გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ინტერესები
კულტურის სფეროში, რომლის განხორციელებასაც ის ცდილობს საკუთარი კულტურის პოლიტიკის
მეშვეობით. მეხუთე დონე არის თემის დონე და
მეექვსე დონე - საზოგადოებრივი კერძო კულტურის
პოლიტიკა.
დღევანდელი კულტურის
სფერო არის კომპლექსური სისტემა, სადაც გაერთიანებულია მენეჯმენტი, კურატორული საქმიანობა,
ეკონომიკა, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობები, კულტურული დიპლომატია და ა.შ. საქართველოში
კულტურის მართვა, დღესაც პრობლემურია, ვინაიდან კულტურის პოლიტიკა, რომელიც კულტურის
სფეროს განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელია, ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა.
ეს გამოწვეულია იმით, რომ კულტურის სფეროში
ჯერ კიდევ არის უსისტემობა. ქვეყანაში კულტურის
პოლიტიკის სწორედ წარმართვით, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული.
ის უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ პირველ რიგში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სწორი პოლიტიკა აწარმოოს. ეს გულისხმობს
შემდეგს: ქვეყანაში უნდა მოხდეს კულტურის სფეროში
მოღვაწე კულტურულ მოღვაწეთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ხელი უნდა
შეეწყოს სხვადასხვა ინსტიტუციების განვითარებას, მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების,
რომლებიც საქმიანობენ კულტურის სფეროში ხელშეწყობა, დაარსდეს ფონდები. ქვეყანაში განხორციელებულ
კულტურული პროექტების ეფექტიანობაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამ დარგის კვალიფიციურ
კადრებს... ვფიქრობთ, რომ კულტურის სფეროში არსებული ამ სხვა პრობლემების მოგვარების
შემდეგ გახდება შესაძლებელი ქვეყანაში ეფექტური კულტურის პოლიტიკის წარმოება.
კულტურის სფეროში
არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც უწყების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა
გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ მისი მიზანი, თბილისის კულტურის დედაქალაქად გამოცხადება
იყო (http://www.radiotavisupleba.ge;
22.05.2014). გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო დოკუმენტზე „კულტურის სტრატეგია 2025“ მუშაობა და აქტიური კამპანია
წამოიწყო სახელწოდებით „ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა“, რომელშიც საზოგადოებასაც
მიეცა შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩართულიყო. ეს კამპანია ქართული საზოგადოებისთვის
უფრო ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, უწყებამ თავისი ოფიციალური ვებ-გვერდის გარდა, იგი
განათავსა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე https://www.facebook.com/CulturePolicy2025,
გარდა ამისა, სამინისტრომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე
გამოაქვეყნა სოციალური კითხვარი, რომელიც ანონიმურია და ფართო მასებზეა გათვლილი. კითხვარი
საშუალებას იძლევა, რომ ყველამ გამოთქვას თავისი აზრი „კულტურის სტრატეგია 2025“-ის
შესახებ, დოკუმენტზე მომუშავე გუნდს შესთავაზოს თავისი იდეები, შეაფასოს ეს პროცესი
და ა.შ. https://docs.google.com/forms/d/19_SDDQYHBCE8aBLqCZNRqG8RkbWrbo774IU25TKk4s/viewform
2014 წლის 27
იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა „საქართველოს
კულტურის პოლიტიკის კონცეფცია“ რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში კულტურის
პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასა და მისი
შესრულების დაგეგმვას. 2015 წლის 30 იანვარს ზემოთხსენებულმა უწყებამ შეიმუშავა ორენოვანი(ქართული-ინგლისური)
საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი (გზამკვლევში გათვალისწინებულია
ევროკომისიის აღმოსავლეთ
პატნიორობის პროგრამის
ფარგლებში ჩატარებული
შეხვედრების შედეგად
მიღებული რჩევები
და კულტურის
სფეროს სხვადასხვა
ორგანიზაციების წარმომადგენლების
რეკომენდაციები. აღნიშნული
გზამკვლევი შემუშავდა
საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა
დაცვის სამინისტროსთვის
ევროკომისიის აღმოსავლეთ
პარტნიორობის კულტურის
პროგრამის ტექნიკური
მხარდაჭერის ფარგლებში).
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ დოკუმენტზე მუშაობა, საქართველოში სიახლეა
და მსგავსი გამოცდილება მანამდე არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, სამინისტროს წარმომადგენელები
აქტიურად მართავენ კონსულტაციებსა თუ შეხვედრებს კულტურის პოლიტიკის დარგში მოღვაწე
უცხოელ კოლეგებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან, ეცნობიან მათ გამოცდილებას ამ დარგში
და აცნობენ დოკუმენტზე მუშაობის პროცესს. გარდა ამისა, სტრატეგიაზე მომუშავე გუნდი
მართავს რეგიონალურ შეხვედრებს და რეგიონის მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას აწვდის
დოკუმენტის შესახებ. იმართება შეხვედრები და დისკუსიები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებთან და
სფეროში მოღვაწე
სპეციალისტებთან, კულტურის სხვადასხვა
დარგის წარმომადგენლებთან, მწერლებთან, ხელოვანებთან და ა.შ.. გარდა ამისა, ამ საკითხთან
დაკავშირებით, თბილისსა თუ რეგიონებში ეწყობა კონფერენციები .
„კულტურის სტრატეგია
2025“- ზე მუშაობის პროცესში ჩართული არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტრო, კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები - რომლებიც მიმდინარე
წლის 18 მარტს მიხეილ გიორგაძემ ოფიციალურად წარადგინა (ესენი არიან სოციოლოგები, არქეულოგები,
ხელოვნებათმცოდნეები, პროდუსერები, რეჟისორები, დარგის სპეციალისტები, სხვადასხვა ინსტიტუციების
წარმომადგენლები, მწერლები, მხატვრები, ბიზნესმენები, იურისტები და სხვა. სულ 34 კაცი),
კულტურის პოლიტიკის სამმართველო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, საერთაშორისო კონსულტანტები.
გარდა ამისა, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლები,
სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები: არასამთავრობო ორგანიზაციები, საპატრიარქო, სტატისტიკის დეპარტამენტი, კერძო სექტორი,
მედია, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და
უცხოელი ექსპერტები.
საქართველოს საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა
დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად
მიღებულ იქნება
ორი დოკუმენტი:
კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და
სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო
გეგმა (2016-2017 წლები),
რომლებსაც 2015 წლის
ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
„კულტურის სტრატეგია
2025“-ის შემუშავება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქვეყნისთვის, პირველ რიგში იმიტომ,
რომ ამჟამად არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს კულტურის განვითარების
სტრატეგიული მიმართულებებს, ასევე არ არსებობს დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება
კულტურის სფეროს პრიორიტეტები. ზემოთხსენებული დოკუმენტი მოაწესრიგებს იმ უსისტემობასაც,
რომელიც ჯერ კიდევ არის ამ სფეროში. ასევე ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკის
დონის ამაღლებას (თავის მხრივ, კულტურის პოლიტიკის
დონის ამაღლება ხელს
შეუწყობს ქვეყნის
შიგნით კულტურის
პრიორიტეტად ქცევას
და ქართული
კულტურისა და
ისტორიული საგანძურის პოპულარიზაციას მსოფლიოში)., კულტურის და ხელოვნების მენეჯმენტის გაუმჯობესებას,
საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას ამ დარგისადმი და ინტერესის გაჩენას. პირველ რიგში
კი სახელმწიფო გააცნობიერებს, რომ კულტურა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და მის განვითარებას უფრო მეტი რესურსი უნდა მოხმარდეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ,
დოკუმენტზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, პროცესი გამჭვირვალე და საჯაროა
და მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ამ პროცესში სრულიად საქართველო ჩაერთოს.
თუმცა, ალბათ უფრო მეტი პიარ კამპანია უნდა გატარდეს საზოგადოებაში იმისთვის, რომ მოსახლეობამ,
ვინც მაგალითად, არ იყენებს აქტიურად სოციალურ ქსელს ან არ ეცნობა სხვადასხვა უწყების
ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციას, ვინც კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების
შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია, შეიტყოს ამ დოკუმენტის შესახებ და შესაძლებლობა მიეცეს,
რომ ადგილზევე შეავსოს კითხვარი. კარგი იქნება ასევე, თუ კითხვარის შევსება მარტო ინტერნეტით
არ იქნება შესაძლებელი. სხვადასხვა დაწესებულებაში თუ სტრუქტურაში მოეწყობა აქციები
ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით. ამიტომ სტრატეგიაზე მუმოშავე
გუნდი უფრო მეტად უნდა ორიენტირდეს სტატეგიის დოკუმენტის პოპულარიზაციაზე ფართო მასებში.
„კულტურის სტრატეგია
2025“-ზე მომუშავე მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ საზოგადოების ინტერესების
გათვალისწინებით, შეიქმნას მსოფლიო სტანდარტების
მქონე დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება
კულტურის სფეროს ყველა დარგის ფუნქციები, კულტურის პოლიტიკის კონცეფციის მიმართულებები,
კულტურის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების
სხვადასხვა სფეროში, ასევე, განისაზღვრება კულტურის სფეროს გრძელვადიანი ხედვა, კულტურის
მართვის წესები და პრინციპები, ასევე, რეგიონების მაქსიმალური ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში,
კულტურული დიპლომატია და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველა ის ქმედება, რომელსაც ახორციელებს
დოკუმენტზე მომუშავე გუნდი, ამ დრომდე ჩატარებული
სამუშაოების გათვლისწინებით, დადებითად შეიძლება რომ შეფასდეს.
თინათინ წიკლაური
2015წ.
No comments:
Post a Comment