Friday, October 23, 2015

ქალაქი რომელშიც ვიცხოვრებდი



ქალაქი ეს არის დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სამეურნეო, სატრანსპორტო, კულტურული და პოლიტიკური ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა.

ქალაქის განვითარებისთვის რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტის გათვალისწინებაა აუცილებელი:  ხელსაყრელი გარემოს შექმნა ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, გართობისა და დასვენების სფეროს განვითარება,  ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, სოციალური გარემოს და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესება, ტექნიკური ინფრასტრუქტურiს განვითარება, გარემოს დაცვა და გაუმჯობესება.

ჩვენს მიერ დაარსებული ქალაქი X მდებარეობს ზღვისპირა რეგიონში. ამიტომ ქალაქის ძირითად მიზნად განვსაზღვრეთ კულტურის, ხელოვნების, გართობის, დასვენების, სპორტის (კულტურის ჭრილში) ხელშეწყობა და განვითარება.   ზემოთხსენებული დარგების განვითარების მიზნით, ქალაქში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ქალაქის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები:

თავისუფალი არტისტული ზონის შექმნა, სადაც ადმინისტრაცია და მმართველობა იქნება არტისტისა და მომხმარებლის დამაკავშირებელი რგოლი.

არტისტის უზრუნველყობა შესაბამისი ინსტრუმენტებით და ინვენტარით (ტექნიკა, სახელოვნებო სივრცე, სათანადო სამუშაო პირობები და ა.შ.).

ეთნიკური უმცირესობების და უნარშეზღუდული პირების ქალაქის ცხოვრებაში ჩართვა.
სხვადასხვა კულტურული ტიპის ღონისძიებების ჩატარება (მათ შორის, ინოვაციური აქტივობების მოწყობა), რომელიც გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ  ჯგუფზე და სეგმენტზე. 

ეს ღონისძიებებია:
-         - გამოფენები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი)
-       -    ფესტივალები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი)
-  - სახელოვნებო და ლიტერატურული კონკურსები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი)
-        -  კონფერენციები (საერთაშორისო, რეგიონალური)
-        -  ფორუმები (საერთაშორისო)
-        -  კონცერტები (საერთაშორისო, რეგიონალური)
-        -  ლიტერატურული საღამოები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი)
-        -  აუქციონები (საერთაშორისო)
-       -   სპორტული აქტივობები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი)
-        -  ბაზრობები (წიგნის, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების და სხვა) 

     ქალაქის მიზანი:

კულტურებს შორის კოლაბორაცია, ქალაქის რეგიონალურ (კავკასია) ცენტრად ქცევა, კოლაბორაციის მარტივი შესაძლებლობა, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარება, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, უცხოელების დაინტერეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობით, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა,  ადგილობრივი მუზეუმების, გალერეების და სხვა სახელოვნებო დაწესებულებების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა, თავისუფალი ლაბორატორია და სახელოვნებო სივრცე, რეგიონში წამყვანი სახელოვნებო სასწავლებლის შექმნა, იშვიათი ტრადიციული ხელობის  სწავლება და პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების როლის გაზრდა საზოგადოებაში, უნარშეზღუდულთა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა, ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაცია.

ფოკუს ჯგუფები:
უცხოელი არტისტები, ადგილობრივი არტისტები, შემთხვევით შემოსწრებული ტურისტები, ფესტივალისათვის ჩამოსული ტურსიტები, მსმენელი, ადგილობრივი მოსახლეობა (დასაქმებული მომსახუების სფეროში, იქნება ეს კვება, სახცოვრებელი თუ სხვა), ეთნიკური უმცირესობები, უნარშეზღუდულები, უნივერსიტეტები.

ტექნიკური მხარე:
ტრანსპორტით უზრუნველყოფა, პანდუსების არსებობა, უნარშეზღუდულთათის ადაპტირებული გარემო, უახლესი ტექნიკა, ჯგუფებზე მორგებული სამუშაო სივრცეები, ტურისტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

ინფრასტრუქტურა:
საველოსიპედო გზების, ქვეითთა ტროტუარების, საავტომობილო გზების დაგება, პარკების და ბაღების მოწყობა, სპორტული მოედნების გაკეთება.

მომსახურების სფერო:

კერძო სექტორი:
საცხოვრებელი: -   თანამედროვე სტანდარტების ტიპის მქონე სასტუმროები (2), საოჯახო სასტუმრო სახლები (guest house), ჰოსტელები (3), დღიური ბინები.
სამედიცინო სფერო: კლინიკა (1), აფთიაქები (3-4)
კვება-გართობა:  რესტორნები (4), კაფე-ბარები (10-მდე სახეობა), სწრაფი კვების ობიექტები (საბვეი, დანკინ დონატი და სხვა), კარაოკე, დისკოტეკა, სპორტული კომპლექსი (აუზი, ბილიარდი, ბოულინგი და ა.შ).
კულტურული დაწესებულებები: ხელოვნების სახლი, კულტურის ცენტრი
ბანკები
ტურისტული კომპანიები
ვაჭრობის სფერო: თანამედროვე სავაჭრო ტიპის კომპლექსი, ადგილობრივი კვების პროდუქტების ბაზარი, ადგილობრივი ნაწარმის მაღაზია.  24 საათიანი სუპერ -მარკეტები (3)

საჯარო სექტორი:

კულტურული ორგანიზაციები: თეატრი, კინო, მუზეუმი (2), გალერეა (2)
საგანმანათლებლო დაწესებულებები: საჯარო: სკოლა, უმაღლესი, პროფესიული კოლეჯი
ქალაქის მმართველობა: ქალაქის მერია, საკონსულო, მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიცია, სამაშველო სამსახური, მუნიციპალიტეტი, გამგეობა
რელიგიური ცენტრები: ეკლესია (კათოლიკური, მართლმადიდებლური), მეჩეთი, სინაგოგა
სამედიცინო სფერო : საავადმყოფო
ტრანსპორტი: ადგილობრივი ავტობუსები, საერთაშორისო და რეგიონალური ავტობუსები, ტაქსიფაი (taxify), რკინიგზა, სანაოსნო ტრანსპორტი.
ქალაქი აღჭურვილი უნდა იყოს საზოგადოებრივი, ჰიგიენური , ფასიანი კაბინებით, უფასო ინტერნეტით, მოწესრიგებული საგზაო ნიშნებით, ტურისტული მარშრუტებით.
ქალაქში კულტურული ღონისძებების ჩატარება როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელს შეუწყობს ქალაქის და ზოგადად, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გამოფენები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი) -  12 თვის განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბების და სახეობის ჯგუფური და პერსონალური მოკლევადიანი და პერმანენტული ტიპის გამოფენების გამართვა, რომელიც მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს  (მხატვრობა,  გრაფიკა, დიზანი, ფოტოს და ა.შ. გამოფენებში მოვიაზრებთ ასევე ხელნაკეთი ნივთების და ტრადიციული ქართული თუ უცხოური ნაკეთობების გამოფენას).  გამოფენებში  მონაწილეობას უნდა ღებულოდნენ როგორც დამწყები ხელოვანები, ისე ცნობილი ქართველი და უცხოელი არისტები. ასევე ეთნიკური უმცირესობები, უნარშეზღუდული პირები (მსიფლიო მასშტაბით)).  
ფესტივალები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი) - მთელი წლის განმავლობაში, ყველა გემოვნების ტურისტზე და ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი მრავალფეროვანი ფესტივალების გამართვა.  მუსიკალური (მუსიკის ყველა ჟანრს მოიცავს, მათ შორის ფოლკლორს), ფილმის , თეატრალური, სახელოვნებო (ფოტო ფესტივალი, street art ფესტივალი და სხვა), ფერების ყვავვილების, ხილის და ა,შ.
სახელოვნებო და ლიტეარატურული კონკურსები (საერთაშორისო, რეგიონალური, ადგილობრივი) - კუნკურსების ჩატარება ქალაქის ცხოვრებას კიდევ უფრო განავითარებს. ქართულ და უცხოელ საზოგადოებას თვითგანვითარების მეტ სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ისევე როგორც სხვა დანარჩენი კულტურული აქტივობები, კოლაბორაციულ ურთიერთობებს. კონსკურსები უნდა მოიცავდეს  ხელოვნების, კულტურის და ლიტერატურის ყველა დარგს.
კონფერენციები (საერთაშორისო, რეგიონალური) - სამეცნიერო კონფერენციების გამართვა ქალაქის და ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტიალური დონის ამაღლების ხელშეწყობის კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ფორუმები (საერთაშორისო) - საერთაშორისო დონის ბიზნეს - სავაჭრო - ეკონომიკური და ტურისტული ხასიათის ფორუმები გაზრდის ინვესტორების ინტერესს ქალაქში ინესტიციების განხორციელების მხრივ. ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. შეაბამისად, ტურიზმი და ინვესტიცია ქალაქის ეკონომიკურ  ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კონცერტები  (საერთაშორისო, რეგიონალური) -  ყველანაირი გემოვნების მსმენელის და მაყურებლის სურვილის გათვალისწინებით, სხვადასხვა ჟანრის და სახის კონცერტის ჩატარება( მუსიკა: კლასიკა, პოპი, ჯაზი, როკი და სხვა; ცეკვა: თანამედროვე, ტრადიციული).
ლიტერატურული საღამოები - ქართველი და უცხეული მწერლების შეხვდრების ორგანიზება ადგილობრივ მოსახლეობათან და ლიტერატურული დიალოგების წარმართვა.
აუქციონები - საერთაშორისო დონის აუქციონების გამართვა მნიშნველოვნად აამაღლებს ქალაქის პრესტიჟს საერთაშორისო საზოგადოებაში.
სპორტული აქტივობები - სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობის გამართვა, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთვება რეგიონების, დედაქალაქის და უცხო ქვეყნის სპორტული საზოგადოება.
ბაზრობები - ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის სხვადასხვა ტიპის ბაზრობები, რომელიც გამორჩეული იქნება განსაკუთრებული ფასდაკლებებით, ქართულ და უცხოურ საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევს. შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე.

რა თქმა უნდა, ამ პროცესებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩართული იქნება ეთნიკური უმცირესობები, უნარშეზღუდული პირები, სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა და წარმომადგენლობები, დედაქალაქის მოსახლეობა და ქვეყნის მთავრობა. 
აქედან გამომდინარე, აღნიშნული ღონისძიებების მეტი ეფექტიანობისთვის, საჭიროა მოხერხებული სატრანსპორტი ინფრასტრუქტურა და ადეკვატური ფასები (საცხოვრებეილი, ტრანსპორტი, საკვები).

ქალაქში გამართული ფესტივალების და სხვა კულტურული ღონისძებების ძირითადი სამიზნე აუდიტორია უცხოელი ტურისტები, დედაქალაქიდან ჩასული დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ქალაქის ფუნქციონირება შეუძებელი იქნება წარმატებული პიარ მენეჯრების და მარკეტინგის მენეჯერების გარეშე. სწორედ დაგეგმილი მარკეტინგი და აქტიური პიარ კამპანია ქალაქს  X ქვეყნის წარმატებული კულტურის ცენტრად აქცევს.