Fit Studio
ცხოვრების აჩქარებული
ტემპი, დაძაბული სამუშაო გარემო, პასუხისმგებლობის გრძნობა საქმისა და ოჯახისადმი,
გადაუდებელი და მეორე დღემდე გადასადები საქმეები, სახლში სადილი, სამსახურში საქმე,
სახლში დალაგება, სამსახურში საკუთარი სივრცის დასუფთავება, სახლისთვის მაღაზიაში შევლა
და პროდუქტების ყიდვა, სამსახურისთვის - შეხვედრაზე წასვლა/დასწრება.
სახლი-სამსახური-სახლი-სამსახური-მეგობრები-სახლი-სამსახური-მეგობრები-კინო-სახლი-სამსახური-თეატრი-სახლი-სამსახური-სახლი-კონცერტი-სახლი-სამსახური;
ყავას ინებებთ
თუ ჩაის?
დღეს დავიღალე,
დიდი ნაჭერი ნამცხვარი მინდა;
ხვალ წამოდი,
ხინკლებზე წავიდეთ;
პარასკევს ხომ
არ დაგველია?
ვგიჟდები კინოში
ბატიბუტის ჭამაზე და დიდ ჭიქა პეპსიზე;
ზაფხული ლუდის
გარეშე? მერე მას თუ მარილიანი თხილი არ მიაყოლე ისე რა გემო ექნება!
კარგ ნაყინზე
არ იტყოდა კაცი უარს, ლუკას მივადგეთ თუ მადოს?
დღეს წვიმს, მოდი, ტაქსით წავალ სამსახურში; დღეს ძალიან ცხელა, რა ჩაჯდება ტრანსპორტში, ჰეი, ტაქსი!
აი, საკუთარი მანქანა რომ მეყოლება..... საკუთარი მანქანა რომ მყავდეს, მერე ხომ ძალიან
გავსუქდები? აქ განგაშის ხმა და მერე ისევ თავიდან, სახლი-სამსახური...
ასე და ამგვარად,
ჩვენ ყველაფრისთვის ვიცლით, საკუთარი თავისა და მისი ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა.
ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც თანამედროვე ეპოქამ მოუტანა ემანსიპირებულ ქალს
და გაზარმაცებულ კაცს.
-ხვალიდან ახალ
ჯგუფთან ვიწყებ მუშაობას, მოდი, პირველ გაკვეთილს გაჩუქებ, თუ მოგეწონა, მერე გააგრძელე
- მითხრა ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ფიტნესს
ინსტრუქტორმა მეგობარმა.
- კი, მოვალ აუცილებლად,
ძალიან მინდა.
რამდენიმე დღის
მერე:
-ბოდიში, ვეღარ
მოვედი, სათარგმნი მქონდა და შევყევი.
-არაუშავს, შემდეგზე
მოდი.
-კი, კი, აუცილებლად.
პირობა პირობად
რჩება და რუტინა კვლავ რუტინობს იქამდე, ვიდრე საკუთარ თავს ძალას არ დაატან, ყველა
საქმეს ცოტა ხნით გვერდით არ გადადებ და არ მიადგები სტუდიას „Fit Studio”.
-სალამი, ახალ სახეებს ვხედავ, დღეს მარტივებით დავიწყებთ.
ირთვება მუსიკა და იწყება გახურება, მას მოსდევს გაწელვა, გაწელვას - ზუმბა, ზუმბას
-პილატესი, პილატესს - იოგა და მერე ტაში! - გილოცავთ გაკვეთილის დასრულებას! ხვალ
ყველაფერი გეტკიებათ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, შემდეგ გაკვეთილზე უკეთესად იქნებით. დღეს
2 საათი არ ჭამოთ და არც შემდეგზე მოხვიდეთ ახლად ნაჭამები, მინიმუმ 2 საათით ადრე
მოასწარით საკვების მიღება. რაც მთავარია, წყალი არ დაგავიწყდეთ. აქვე, საშინაო დავალება
- მომდევნო გაკვეთილამდე, ყოველ დღე, 2 წუთიანი პლანკები, დამწყებები ხართ, ჯერჯერობით
გეყოფათ.
პირველ გაკვეთილს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და სხეული სულ
უფრო მეტად მკვრივდება, თავი მაღლა იწევს, ხერხემალი იჭიმება, სიარულის დროს მუხლი
უკეთესად იხსნება და სხეულის ზედმეტი ნაწილები სულ უფრო შეუმჩნეველი ხდება, შესამჩნევები კი წინ და უკან იწყებენ გაწევ-გამოწევას.
ყველაზე კრიტიკული 1 თვეა, 1 თვის შემდეგ ხვდები, რომ არც ცალ ხელზე დადგომაა რთული
და არც ზურგს უკან ხელების ერთმანეთთან შეერთება, აღარც სათაგმნია მოუსწრებელი და ვეღარც
ოთხშაბათის კინოსეანსი გიბირებს; ეს პროცესი ახლადგამოღვიძებას ჰგავს, რომელიც საკუთარი
სხეულის შეცნობით და თანაბარი სუნთქვის სწავლით იწყება; მას მოჰყვება საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარების
პროცესი, ბალანსის აღდგენა გარემო გამღიზიანებელებსა და შინაგან მეს შორის, უარყოფითი
ენერგიისგან გამონთავისუფლება და სტრესის მართვის დაუფლება. ისუნთქე თანაბრად, ღრმად,
დახუჭე თვალები და მიენდე წარმოსახვას! - ვინმე ყვიროდა? დაე, იყვიროს!
მე ვიცი, რით ვუშველო მის აგრესიას - ვფიქრობ გულში და ქაღალდზე ვუწერ მისამართს: ბოჭორიშვილის ქუჩა 37 ბ, სპორტის სასახლის უკან, Fit Studio, ტელეფონი 593 98 38 47, ფიტნეს ინსტრუქტორი -თეა.
-გამარჯობა, თეა, თქვენთან მოსვლა მირჩიეს, მითხრეს, სასწაულებს ახდენსო- ვეუბნები მე და შევდივარ გრძელ კორიდორში, სადაც მარცხენა მხარეს მთელ ჩაყოლებაზე დგას გრძელი სკამი და მის თავზე დამაგრებულია საკიდები. ვიცვამ სპორტულ ტანსაცმელს, ბოტასებს და შემომხვედრი კარის სახელურს ფრთხილად ვწევ, ვაღებ კარს და ვხედავ სარკეში არეკლილ ჩემს მოშვებულ სილუეტს, ვიხედები მარჯვნივ, იქიდანაც უცნაური სილუეტი მიყურებს, მარცხნივ - კედელია, კიდევ კაი! წყლის ბოთლს იატაკზე ვდგამ და პირველ სელფს ვიღებ დიდ, ვრცელ სარკეებიან დარბაზში, სადაც თანდათან ემატებიან გამხდრები და შევსებულები, გაჯგიმულები და გაუჯგიმავები, მაღლები და დაბლები, გვერდიანები და უგვერდოები, მსხვილები და წვრილები, თანდათან ივსება დარბაზი, იკეტება კარი, ირთვება მუსიკა, ჯგუფის წინ დგება ინსტრუქტორი და იწყება ვარჯიში. მეგობრული და ხალისიანი ტრენერი ყველას ამხნევებს და სხვადასხვა მხიარული თუ სარელაქსაციო მუსიკის ფონზე, სხვადასხვა მოძრაობებს ასწავლის.
კომპლექსური ვარჯიში, რომელიც აერთიანებს ზუმბას, პილატესს და იოგას, გათვლილია ნებისმიერი აღნაგობის, ფიზიკური მონაცემებისა და ასაკის ადამიანისთვის და თანაბრად სასარგებლოა ყველასთვის. ეს არ არის მხოლოდ გასახდომი ვარჯიშები, ეს არის სხეულისა და სულის ერთმანეთთან ჰარმონიის დამყარების პროცესი, რომელიც გამოცდილი ინსტრუქტორის დახმარებით, სუფთა, ფართო, კომფორტულ სარკეებიან დარბაზში კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. დროთა განმავლობაში ხვდები, რომ როგორც წყლის გარეშე გიშრება ორგანიზმი და მუდმივად მისი დალევა გინდება, გწყურია თუ არა, ასევე ხდება ვარჯიში შენს ცხოვრებაში; ის ხდება ცხოვრების წესი და ყოველდღიური მოთხოვნილება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ვარჯიშობ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე კარგ სტუდიაში Fit Studio, ყველაზე მეგობრულ ფიტნეს ინსტრუქტორთან და გხვდება ყველაზე კეთილგანწყობილი ჯგუფელები. ეს ნამდვილად არის ის ადგილი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილზე და კომფორტზე ( აქვე იმასაც შევნიშნავ, რომ სტუდიის მესვეურები მუდმივად ატარებენ გამოკითხვას და ითვალისწინებენ შესაბამისს რეკომენდაციებს). Fit Studio გამორჩეულია იმითაც, რომ სტუდიის ინსტრუქტორმა თეამ პანდემიის პრიობებშიც არ შეწყვიტა მუშაობა და მომხმარებლებთან ურთიერთობა დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ ვარჯიშებით განაგრძო. ამან სტუდიის ერთგულ წევრებს საშუალება მისცა, ყველაზე რთულ დროსაც კი, შეენარჩუნებინათ წონა და რაც მთავარია, ხალისიანი განწყობა.
ამიტომ, მე ვირჩევ Fit Studio-ს და გირჩევ შენც !
პ.ს. სტუდიის ფეისბუქ გვერდის მისამართია:
https://www.facebook.com/Fit-Studio-114492890251555/

No comments:
Post a Comment