Tuesday, May 15, 2018

გურული დღიურები





„გურული დღიურების“ შესახებ არაერთი დადებითი შეფასება და აზრი მქონდა მოსმენილი, მაგრამ ყოველთვის თვლიდი, რომ  ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა გურულებისთვის, რადგან მასში აღწერილ ამბებს და ნიუანსებს, ისინი უფრო კარგად გაიგებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი . ჩემს წინ ძალიან საინტერესო სამყარო გადაიშალა, თავისი კოლორიტით, იუმორითა და ტრაგიზმით. როდესაც ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რო „გურული დღიურების“ მეორე ნაწილი უფრო საინტერესო გამოვიდაო, ვიფიქრე, ამაზე საინტერესო რაღა უნდა იყოს მეთქი. მწერალი მართალი გამოდგა, მეორე ნაწილი კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა

განსაკუთრებით აღსანიშნია მწერლის სამწერლობო სტილი. თხრობის დროს ის მკითხველს ბოლომდე იყოლიებს და მის მიერ აღწერილი ისტორიების თანამონაწილედ აგრძნობინებ თავს

„გურული დღიურების“ წაკითხვამდე, გიორგი კეკელიძეს, ვიცნობდი როგორც წარმატებულ საზოგადო მოღვაწეს და პოეტს, მაგრამ ეხლა, მის ყოველ ახალ რომანს მოუთმენლად და დიდი ინტერესით ველი.

2018წ.

No comments:

Post a Comment