2009 წლიდან ფეისბუქის
აქტიური მომხმარებელი ვარ. ის ჩემს პატარა ტრიბუნად მიმაჩნდა, საიდანაც ხან ხალხს ვმოძღვრავდი,
ხან სახალისო ისტორიებს ვუზიარებდი და ხანაც ჩემს დამოკიდებულებას სხვადასხვა მოვლენისა
თუ საკითხის მიმართ, ვაფიქსირებდი. არც პირადი ცხოვრება დამიმალავს და ჩემი ფოტოალბომებიც,
მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი იყო. უბრალოდ, ზოგჯერ ცრურწმენები შემომიტევდა
და პერიოდულად ფოტოებს ვშლიდი ხოლმე.
ფეისბუქის წყალობით,
ბევრი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, ბევრთან კიდევ უფრო დავახლოვდი და სამწუხაროდ,
ბევრზეც წარმოდგენა შემეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი მუჭა სივრცეში, ყველა
ცდილობს საკუთარი ცხოვრების და პიროვნების საუკეთესო მხრიდან ჩვენებას, თითოეული ადამიანის
შინაგანი სამყარო, ინტერესები და ა.შ. ძალიან ნათლად ჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, იმათიც,
ვინც ცდილობს, ზედმეტი აქტივობით თავი არ გამოიჩინოს.
დროთა განმავლობაში,
ფეისბუქი ადამიანების ცხოვრების წესად იქცა. ასეთი ხუმრობაც წავიკითხე ერთ-ერთ გვერდზე:
თუ ორი დღე არ გამოვჩნდი ფეისბუქზე, პოლიციას მიმართეთო. ამ სივრცის წყალობით, ურთიერთობები
უფრო გამარტივდა, მეტად ხელმისაწვდომი გახდა და თითოეულის ცხოვრება ერთმანეთის ყოველდღიურობად
იქცა.
როდესაც 10 წლის
უნახავი კლასელი, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ გამოფენაზე ვნახე, მეტად შინაურულად გავესაუბრე:
- მოსწონს შენს უფროსს გოგოს სკოლა?, უმცროსი რა კარგად მღერის!, გილოცავ ახალ სახლში გადასვლას...
- მოსწონს შენს უფროსს გოგოს სკოლა?, უმცროსი რა კარგად მღერის!, გილოცავ ახალ სახლში გადასვლას...
ერთხელ, ჩემს მეგობარს რომ ვუთხარი, ერთმანეთი 1 წელია არ გვინახავს მეთქი, არ დამიჯერა, რადგან ერთმანეთის ნახვის გარეშეც, ერთმანეთის პოსტებით და პერიოდული მიწერ-მოწერით, უკვე ყველაფერი ვიცოდით ერთი მეორის ცხოვრების შესახებ.
ფეისბუქი დროის
ეკონომიის წყაროს ფუნქციასაც ითავსებს. საერთო ჩატები, დაბადების დღის თუ სხვა ტიპის
დახურული ივენთების ონლაინ ორგანიზება, ფოტოების გაცვლა-გამოცვლა და უბრალოდ, სამუშაო
საათებში, უფროსისგან მალულად, მეგობრებთან ჭორაობა ფბ-ს კიდევ ერთ დადებით თვისებას წარმოადგენს.
ყველა ინფორმაცია
ერთ სივრცეში - ასეთია მარკ ცუკენბერგის შექმნილი ონლაინ სივრცე. საინფორმაციო საიტები,
ოფიციალური ორგანიზაციები, გასართობი თუ კულტურული ცენტრები, კაფე-ბარ-რესტორნები და სხვადასხვა
სამოგზაურო კლუბები სწორედ ფეისბუქის საშუალებით ცდილობენ მომხმარებელზე გასვლას. ასევე,
საკუთარი შემოქმედების თუ იმიჯის გაპიარებაც ბევრად უფრო მარტივია აქ.
ერთხელ, ერთ-ერთ
მოგზაურთა კლუბის ორგანიზატორს ვთხოვე, ტურის საფასურის ჩასარიცხად, ბანკის ანგარიში
მეილზე გამომიგზავნე მეთქი. ფეისბუქზე მოგწერ, ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელიაო.

***
ერთ მშვენიერ
დღეს, გადავწყვიტე, რომ კურორტზე წავსულიყავი - ფეისბუქზე დეაქტივაცია გავაკეთე და ყველასთვის
გავქრი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხრებიდან რაღაც სიმძიმე მომშორდა, რადგან დროთა
განმავლობაში ფბ-მ ერთგვარი ვალდებულებებიც კი დამაკისრა: აუცილებლად მისალოცი დაბადების
დღეები, აუცილებლად დასალაიქებელი სურათები, აუცილებლად დასაკომენტარებელი პოსტები.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა კოლეგამ, რომელსაც პედაგოგობაზე აქვს პრეტენზია, ფეისბუქიდან
მხოლოდ იმიტომ წამშალა, რომ მის დაწერილ პოსტზე, რომელიც მეორე შვილის შეძენას გვამცნობდა
მის 200 თუ მეტ მეგობარს, არ დავაკომენტარე და არ დავწერე, გილოცავ! რამდენიმე დღის
შემდეგ, ბედნიერი მამა დაიმუქრა, ვინც არ მომილოცეთ, ყველას წაგშლითო.
ადამიანების ნარცისიზმმა,
ორაზროვანმა, ცინიკურმა თუ სენტიმენტალურმა პოსტებმა, პატივსაცემი ადამიანების მიერ გადმოფენილმა პირადმა
ცხოვრებამ, ონლაინ გამართულმა პანაშვიდებმა თუ ქორწილებმა ჩემში დაღლილობის განცდა
დაბადა. ამას დაემატა ისიც, რომ მეგობრებში დამატებულმა მშობლებმა, ჩემი პოსტების კონტროლი
დაიწყეს .
დროთა განმვალობაში,
საკუთარ თავში გავაცნობიერე ისიც, რომ ფეისბუქს მეტად საპასუხიმსგებლო მისია დავაკისრე:
მეგონა, ერთ დღეს, პირად შეტყობინებაში, ვინმე მომწერდა, გილოცავთ, თქვენ მოიგეთ ბედნიერების
ბილეთი. ისეთი ვინმე, ვისი მოწერილიც გამახარებდა.
სწორედ ამიტომ
გავეცალე იმ ადგილს, რომელიც სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა ჭაობს, რომელშიც რაც უფრო
მეტად ვტოპავდი, მიტ უფრო ღრმად ვიძირებოდი.
ჩემს მეგობრებს
ისევ აქვთ საერთო ჩატი, ალბათ, ისევ იტვირთება საერთო ივენთები, ჩემი ნაცნობები ნათლავენ
შვილებს, მეგობრებში დამატებულ ხალხს აქვთ დაბადების დღეები, ყველა სათითაოდ აზიარებს ზღვის და მთის, ჯემიროქვაის და ა.შ. ფოტოებს. მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ არის ჩემი
ორასრაღაცა მეგობარი, არც ის ვიცი, სად არის ჩემი ნათესავი, რომელსაც გუშინ რომ მივწერე
მესიჯი, არ მიუვიდა ( არადა, ფეისბუქზე აუცილებლად ეწერება სადაა ამჟამად).
ისიც აღმოვაჩინე,
რომ ვაიბერი ჩვენს საზოგადოებაში არც ისე პოპულარულია. არც ინსტაგრამი. ამიტომ ჩემს ყველა ნაცნობ- მეგობარს ტელეფონით ვეკონტაქტები-
ზოგს მესიჯით ვკითხულობ, ზოგს ვურეკავ და სულ უფრო მეტად ვხვდები, როგორ მენატრებიან
ისინი. ადამიანების მიმართ ვიგრძენი ის მონატრება, რომელიც ფეისბუქმა გამინელა. მათ
მიმართ დამიბრუნდა პატივისცემა და ისინი ჩემთვის კვლავ საინტერესო წიგნებად იქცნენ,
იმიტომ რომ მაძლევენ საშუალებას მე როცა მომინდება მაშინ წავიკითხო ისინი. უფრო ყურადღებიანი
გავხდი ახლობლების მიმართაც და უფრო ადვილად
ვძებნი მათ სანახავად დროს.
გარდა ამისა,
მაქვს ერთგვარი თავისუფლების განცდა, რადგან ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოღწევას
აღარავინ ცდილობს, აღარც მაჭანკლობის საშუალებაა აქვთ მავანთ. აღარ ვარ არავის წინაშე არაფრით ვალდებული და არავინ მისაყვედურებს
მისი პოსტის არ ნახვის გამო.
და ბოლოს, ვისაც
უყვარხარ, ყველგან გიპოვის, ვისთვისაც სულერთი ხარ, ყველგან სულერთი იქნები... და ...
არც ბედნიერების ბილეთს გაჩუქებს ვინმე.
პ.ს. მავანი ჭკუას
დამარიგებს: "დააანფოლოუერე" მომაბეზრებელი მეგობრები, აალაგე შენი ცხოვრება და არაფერი
აღარ დაპოსტო, არ იყო აქტიური და აღარც მოთხოვნილებები გაჩნდება შენს მიმართ. მადლობა
ჭკუის დარიგებისთვის, ეს ყველაფერი ისედაც ვიცი და როდესაც ჭაობიდან ამოვალ, აუცილებლად
გავითვალისწინებ, რადგან სამწუხაროდ, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობა, უკვე გულისხმობს
აქტიურ ანგარიშს ცუკენბერგის შექმნილ სოციალურ ქსელში.
Afarin! ❤🤗💜
ReplyDeletemamnoon <3
DeleteCasinos Near Casinos in New York City
ReplyDeleteA map 시흥 출장샵 showing casinos and 남양주 출장샵 other gaming facilities located near 의왕 출장안마 Casinos in New 동해 출장마사지 York City, located in New York 김천 출장샵 City at 1280 Highway 315,