იუთუბში ჩავრთე ამერიკული სერიალის „დიდი პატარა ტყუილების“ საუნდრეკი და გადავწყვიტე დავწერო ქართულ საზოგადოებაზე. იმაზე, რასაც ყოველდღიურად ქუჩაში ვხედავ, იმაზე, თუ როგორ ძალადობენ ადმიანები ყოველდღიურად ერთმანეთზე, იმაზე, რომ დროა, ჩავიხედოთ ყველამ საკუთარ თავებში და გავცეთ პასუხი ერთ მთავარ კითხვას, რატომ იხოცებიან ბავშვები, რატომ არის ასე მასობრივი თვითმკვლელობის შემთხვევები? საერთოდ, რა ხდება ჩვენს თავს?!
მეტროთი და
სამარშუტო ტაქსით
გადაადგილება ყოველდღიურად
მიწევს. პიკის
საათებში, განსაკუთრებით რთულია
მგზავრობა. უამრავი
ხალხი, ჭყლეტვა.
გასაგებია, ყველა
მუშაობს, ყველას
სადღაც ეჩქარება
და ყველას
თბილისში უნდა
ცხოვრება, მიუხედავად
იმისა, რომ
თბილისის ინფრასტრუქტურა, უკვე
ვეღარ წვდება
გაზრდილ მოსახლეობას,
ხოლო რეგიონების
განვითარებაზე ზრუნვით
„ძლიერნი ამა
ქვეყნისანი“ თავს
არ იწუხებენ.
ამიტომ ისევ
ალბათ ადამიანები
უნდა დავეხმაროთ
ერთმანეთს და
პიკის საათებში
მგზავრობა ერთმანეთისთვის ასატანი
გავხადოთ. ეს
თეორიულად. რეალობა
კი სულ
სხვაა.
ჩამოდგა მატარებელი.
მატარებლიდან მგზავრები
უნდა გამოვიდნენ,
მაგრამ გამოსასვლელში, ზუსტად
კარის წინ,
დგას ხალხის
ჯგრო, რომელიც
არ აცდის
მგზავრებს გამოსვლას.
იმ ჯგროს,
უკნიდან კიდევ
სხვა წყება
ჯგრო აწვება.
ჯგრო ფიქრობს,
რომ რაც
უფრო ახლოს
დადგება კართან
და შეაფერხებს
მგზავრების ვაგონიდან
გამოსვლას, უფრო
სწარაფად შევა
ვაგონში და
დაიკავებს დასაჯდომ
ადგილებს. ხშირად
ვაგონი ისე
ივსება, რომ
მგზავრების ნაწილი,
კარს ეკრობა.
გასაგებია, ეჩქარებათ.
მაგრამ პრობლემა
ეს არაა. პრობლემა
არის ის,
რომ გაჩერებაზე,
კარზე აკრული
მგზავრები, ვერ
ხვდებიან, რომ
ბაქანზე გადავიდნენ
და გაატარონ
გამსვლელი მგზავრები.
ასეთ დროს
ვრწმუნდები, როგორი
სექსუალურად დაუკმაყოფილებელი საზოგადოება
გვყავს. სიამოვნებთ
მუჯლუგუნები, ხახუნი
და ვიღაცეების
შესუნთქვები. ერთი
ქალი, რომელიც
კარის წინ
იდგა და
ყველა გაჩერებაზე
მოთმინებით იტანდა
მგზავრების მუჯლუგუნებს,
ოღონდ ერთი
ნაბიჯი არ
გადაედგა და
ბაქანზე არ
გასულიყო, ჩემი
განსაკუთრებული აგრესიის
მსხვერპლი გახდა.
თავიდან ბოლომდე
ავათვალიერე და
მივხვდი, რომ
35 წელს გადაცილებული,
გაუთხოვარი და
ცხოვრებაში შეუმდგარი
ქალი იყო.
სიტყვიერად არაფერი
მითქვამს, მაგრამ
ისე შევხედე,
მთელი დღე
ჩავუმწარე იმედი
მაქვს. ეს
ქალი იყო
ის პატარა
მაგალითი იმისა,
რაც ყოველდღე
ხდება მეტროში
და არამარტო
მეტროში.
იგივე სიტუაციაა
სამარშუტო ტაქსიში
და ავტობუსში.
ხალხს საკუთარივე
კომფორტისთვის, ეზარება
ნაბიჯი ჩადგას,
გადაადგას და
ამითი სხვასაც
გაუმარტივოს საქმე
და თვითონაც
არ აიტანოს
ვიღაცეების შეხებები,
განურჩევლად სქესისა
და ასაკისა.
როდესაც ტელევიზიაში
ღიად განიხილავენ
სექსუალური შევიწროვების
საკითხს, ამ
ფონზე, ტრანსპორტში
ხალხი საკუთარი
ნებით ირჩევს
ამ ტიპის
შევიწროვებას.

საკუთარი მანქანა
კიდევ უფრო
მძიმე საკითხია.
„არა, უმანქანოდ
მეზარება!“
ურჩევნიათ, 1 საათიან
საცობში იდგნენ,
მუდმივად პარკინგის
ძიებაში იყვნენ,
ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით
იმგზავრონ ან
ფეხით გაადგილდნენ.
თავს იმით
იმართლებენ, რომ
გაუსაძლისია ტრანსპორტით
მგზავრობა. მაგას
ისევ საკუთარ
მანქანაში ნებიერად
ჯდომა და
მუსიკის მოსმენა
ჯობია. აბა
რა! ესეც
ხომ ერთგვარი
ძალადობაა. ამდენი
მანქანა ერთ
პატარა ქალაქში,
ამდენი გამონაბოლქვი..
ტრანსპორტში ადგილის
დათმობაც სერიოზული
პრობლემაა. ქართულ
საზოგადოებას „საკუთარი
უფლებები“ ამ
შემთხვევაშიც უკუღმა
ესმის. „საკუთარი
უფლება“ არ
არის მოხუცი
ადამიანისთვის ადგილის
არ დათმობა.
ერთ-ერთ
სამარშუტი ტაქსიში
როდესაც ჩემზე
ასაკით უფროსს
ქალბატონს ადგილი
დავუთმე, მხოლოდ
მაშინ ადგა
ფეხმძიმე ცოლის
გვერდით მჯდომი
მამაკაცი (მომავალი
მამა!) და
იქ მდგომ
კიდევ ერთ
მოხუც ქალბატონს
დაუთმო ადგილი.
მანამდე, ვიდრე
მე არ
ავდექი, თვითონ
ვერ მიხვდა,
რომ მოხუცებს
ადგილის დათმობა
უნდათ, მითუმეტს
იმ ტრანსპორტში,
სადაც ხალხი
დაუნდობლად გაგკრავს
და გამოგგკრავს.
ქალაქში ყოველი
მეორე იფურთხება.
კიდევ ერთი
სერიოზული პრობლემა.
ქუჩაში შეუძლებელია
თავაწეულმა იარო,
რადგან შეიძლება,
ვიღაცის ნერწყვში
ჩატოპო. ჩემმა
უცხოელმა თანამშრომელმა გაკვირებულმა
მკითხა, თიკა,
თქვენთან ამდენს
რატომ იფურთხებიან?
ეს ხომ
ვირუსების გავრცელების
პირველი წყაროა?
ბევრს არ
იფურთხებიან მეთქი,
ჩავილაპარაკე და
გავჩუმდი. ხომ
ვერ ვეტყოდი
უცხოელს, გადაფურთხება
ჩვენთან „კაი
ბიჭობის“ დემონსტრირება და
საკუთარი არარეალიზებულობის შენიღბვაა
მეთქი?
კიდევ ერთი
საკითხი: ვისაც
ოდნავი თავმოყვარეობა მაინც
აქვს და
საშუალო შემოსავალი,
არ უნდა
იაროს ბაზრობაზე.
ეს არის
ძალადობის ბუდე.
თუ მოისინჯე
მათი პროდუქცია
და რა
მოგეწონა, შეურაცხყოფის
მსხვერპლი გახდები,
თუ გაბედე
და უთხარი,
რომ მხოლოდ
ათვალიერებ, ირონიის
ატანა მოგიწევს,
ხოლო თუ
ვინმემ ჩაგიჭირა
და ნახა,
რომ მყიდველი
ხარ, ამოსუთქვის
საშუალებას აღარ
მოგცემს. ე.წ. მრგვალ
ბაზრობაზე, ერთმა,
წარუმატებელმა, ცხოვრებაზე გამწარებულმა
ვაჭარმა, სულ
ღმერთის სახელით
შემომასღა თავისი საქონელი.
თავბრუ დამახვია,
არ ამომასუთქა
და როდესაც
ცელოფანში ჩადებული
მოვითხოვე საყიდელი
ნივთი, არ
მაქვსო და
იმის საშუალებაც
არ მომცა,
უარი მეთქვა.
ძნელია, გადმოსცე
ის ემოციური
ძალადობა, რაც
იმ ქალმა
ჩემზე, როგორც
რიგით კლიენტზე
განახორციელა. არჩევანით
უკმაყოფილო არ
ვარ, მაგრამ
რომ მახსენდება,
მის მიერ
ჩემზე ღმერთის
სახელით განხორციელებული ძალადობა,
იმ ნივთების
დანახვის სურვილი
მეკარგება. ბაზრობაზე
კარგად მივხვდი,
რა დღეში
ვართ.
ბაზრობა, ქუჩა,
ტრასნპორტი- სრულიად
საკმარისია იმაზე
პასუხის გასაცემად,
თუ რატომ
ხოცავენ პატარა
ბავშვები ერთმანეთს,
თუ საიდან
აქვთ ამდენი
აგრესია. მშობელი,
რომელიც იფურთხება,
მშობელი, რომელიც
საკუთარი კომფორტის
გამო, არც
საზოგადოებაზე და
არც გარემოზე
ფიქრობს, მშობელი,
რომელიც მოხუცს
ადგილს არ
უთმობს, მშობელი,
რომელიც საქონლის
გაყიდვის მიზნით,
სხვაზე ემოციურად
ძალადობს, მშობელი,
რომელსაც ფულის
შოვნის გამო,
შვილისთვის დრო
აღარ რჩება
და ეზარება
დავალებების ჩაბარება,
ვერ გაზრდის
ჯანსაღი ფსიქიკის
შვილს. ვერ
შეუქმნის მას
იმ ატმოსფეროს,
რომელიც მას
ან თვითმკვლობისკენ არ
უბიძგებს და
ან სხვისი
მოკვლისკენ. როდესაც
ასეთი ფაქტების
შესახებ მესმის,
სულ მინდება
იმ ბავშვების
მშობლების ნახვა.
ჩვენი პრობლემა
ის არის,
რომ პრობლემებზე
არ ვსაუბრობთ.
გავურბივართ რეალობას
და ილუზიებით
ვირთობთ თავს.
არ ვამბობთ,
რომ გვაქვს
კუჭის პრობლემები,
არ ვამბობთ,
რომ ყოველი
მეორე პროქტო
პაციენტია, არ
ვამბობთ, რომ
ჩვენს შვილებს
ფსიქიკური პრობლემები
აქვთ... ჩვენ
ყველაფრის გვეშინია
და ამიტომაც
ვიფურთხებით და
სხვისი მუჯლუგუნები
გვსიამოვნებს.
2017
No comments:
Post a Comment