ინტერვიუ მაგალი თოდუასთან
სპარსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის II კურსზე შემთხვევით
მოხვედრილმა
ახალგაზრდამ
სპარსულად
წერა-კითხვაც
კი
არ
იცოდა.
მაგრამ
გამოხდა
ხანი
და
სწორედ
მისი
თავდაუზოგავი
შრომით
გამდიდრდა
და
შეივსო
ქართული
ლიტერატურა
კლასიკური
პერიოდის
სპარსული
ლიტერატურის
ქართული
თარგმანებით.კაცმა, რომელიც “არავითარ ირანისტობას არ აპირებდა”, ფასდაუდებელი შრომა გასწია
ქართულ
ირანისტიკაში.
ერთ
დროს
სამთამადნოს
ფაკულტეტის
სტუდენტმა
უმნიშვნელოვანესი
წვლილი
შეიტანა
ქართული
მეცნიერების
განვითარების
საქმეში.
ჟურნალი `კალამის” სტუმარია აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და პროფესორი მაგალი თოდუა.
ბატონო მაგალი,
როგორ
გახდით
ირანისტი?
ირანისტი გავხდი სრულიად შემთხვევით. სკოლა დავამთავრე სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში. მეექვსე კლასში ისე გადავედი, რომ ქართული არ ვიცოდი _ წარმოგიდგენიათ, დღეს ყველა
ქართულად
ლაპარაკობს,
მეგრული
აღარ
იციან
_ არ
შემეძლო
ქართულად
მოყოლა
და
ვიზეპირებდი
ყველაფერს.
ადრე აღმოსავლეთის ქვეყნებში სწავლება იყო დაზეპირებით და ამას ძალიან დიდი პლიუსი აქვს, ეს დაზეპირება ძალიან შველის კაცს.
მეექვსე კლასში დავალებად გვქონდა “გლახის ნაამბობი”. დედამ ნაწარმოები მომაყოლა. მერე პირჯვარი გადამწერა და მითხრა, დღეს შენ წახვალ და გაკვეთილს კარგად ჩააბარებო. მივედი, გამომიძახა მასწავლებელმა და ჩავფლავდი.
დამემართა
ისტერიკა
და
ღრიალით
წამოვედი
სახლში.
მხოლოდ
მე-7-8
კლასში
შევძელი
ქართულად
მოყოლა.
უფროსი ძმა ბევრს მაკითხებდა და მასწავლიდა (თვითონ ზეპირად იცოდა `ვეფხისტყაოსანი” და ნიძლავიც
კი
ჰქონდა
მოგებული.
გაზეთში
და
ჟურნალშიც
იყო
ამის
შესახებ
დაწერილი).
ამიტომ,
`ამირანდარეჯანიანები”,
`ვისრამიანები”,
`შაჰნამეები”
_ ეს
ყველაფერი
წაკითხული
მქონდა.
მართალია,
აღმოსავლეთი
და
მისი
ლიტერატურა
მიყვარდა,
მაგრამ
ბუნებრივია,
ირანისტობას
არ
ვაპირებდი.
ომი იყო. უფროსი ძმა ფრონტზე დაიკარგა, მეორე ძმა ფრონტზე იყო და მეც უნდა წავეყვანეთ ჯარში. მამაჩემმა, ჯარში რომ არ წავეყვანეთ, გეპეიში (ახლანდელ ტექნიკურ უნივერისტეტში), სამთო (სამთამადნო)
ფაკულტეტზე,
მარკშეიდერის
სპეციალობაზე
შემიყვანა.
ატესტატი
ხუთოსნის
მქონდა
და
მიმიღეს.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ქიმია-მათემატიკა
ვიცოდი,
მაინც
ვერ
გავუძელი,
მივატოვე
და
წამოვედი.
მეორე წელს არც უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, ამიტომ ჩემი
ატესტსატი
დავხიე.
დეიდას
აუკრეფია
ეს
ნაკუწები,
მისულა
უნივერსიტეტში,
შესულა
ილია
ვეკუასთან,
რომელიც მაშინ პრორექტორი იყო და უთქვამს: ბატონო ილია, ჯიბგირებმა წაართვეს ატესტატი და დაუხიესო. ბატონ ილიას დაურეკავს სამინისტროში და იქიდან
დუბლიკატი
გამოუგზავნიათ.
ვეკუას
უკითხავს
რომელ
ფაკულტეტზე
დავსვათო,
დეიდაჩემს
უფიქრია,
სულ
წიგნებს
კითხულობს
და
ფილოსოფიურზეო
_ უპასუხია.
უნივერსიტეტმა
გვიან
ჩარიცხულების
დამატებითი
სია
გამოაქვეყნა.
მათ
შორის
ვიყავი
მეც.
მაშინ
უკვე
შემრცხვა
და
ჩამოვედი.
ვარ ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ სადაა ფილოსოფია! სულ მარქსიზმი და ლენინიზმი. დავწერე განცხადება და მოვითხოვე ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადაყვანა.
ფილოლოგიის ფაკულტეტის I კუსრზე სწავლობდნენ
კავკასიურ,
აღმოსავლურ
და ბერძნულ ენებს. აღმოსავლური ენებიდან სწავლობდნენ არაბულს, თურქულს, სპარსულს და სომხურს. მე შევედი ბერძნულზე.
სექტემბრის დასაწყისში, II კურსის სტუდენტი
უნივერსიტეტის
I კორპუსის
I სართულზე
რიგში
ვიდექი
პურის
ტალონის
ასაღებად.
ამ
დროს
მომიახლოვდა
ბატონი
იუსტინე
აბულაძე
_ მაღალი,
ხანშიშესული,
საინტერესო
კაცი
(მეხსიერებასთან
ცოტა
არ
იყო
მჭიდრო
კავშირში)
_ და
მითხრა,
სად
ხართ
ბატონო,
რამდენი
ხანია
თქვენ
გეძებთო.
რა
ხდება
ჩემს
თავს!
_ ვფიქრობ.
შემიყვანა
ალ.
ბარამიძესთან
და
ეუბნება:
_ ა,
ბატონო,
წყალივით
იცის
სპარსულიო.
არა
ბატონო,
რა
სპარსულზე
მელაპარაკებით,
მე
სპარსული
საერთოდ
არ
ვიცი
_ მეთქი.
თურმე
რა
ხდება.
ეს
ბევრმა
არ
იცის
და
ხაზგასმით
მინდა
ვთქვა:
ომი
თავდება,
თუ
გათავდა
და
სტალინი
იწყებს
ახალ
დიპლომატიურ
თამაშებს.
აღმოსავლეთის
და
აზიის
ქვეყნებში,
არაბულ
სამყაროში
და
აფრიკაში,
ელჩებად
და
დიპლომატებად
უნდა
რომ
იყოს
შევგვრემანი
ხალხი
და
ამიტომ
იხსნება
თურმე
აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტი
ორი
სპეციალობით:
დიპლომატიის
და
აღმოსავლური
ფილოლოგიის.
ბრძანება
უკვე
დაწერილია
და
ეძებენ
აღმოსავლურ
ფაკულტეტზე
შესაყვან
ხალხს
იმ
ბაზიდან,
I კურსზე
რომ
სწავლობდნენ სპარსულ, არაბულ, სომხურ და თურქულ ენებს. როგორც ჩანს, ბატონ იუსტინეს სხვაში შევეშალე.
დეკანატში მკითხეს, თანახმა ვიყავი თუ არა? მაშინ ახალი წაკითხული მქონდა გრ. რობაქიძის `გველის პერანგი”, სადაც აღწერილია ირანი. ვიფიქრე, გეპეის ფაკულტეტი გამოვიარე, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი
გამოვიარე,
ვნახავ
ერთი
აქ
რა
ხდება
მეთქი
და
დავთანხმდი.
შევედი
ლექციაზე.
ზის
გამხდარი
ფერმკრთალი
გოგო
_ თინა
ჭავჭავაძე,
(ზურაბ
ჭავჭავძის
დედა).
ამ
დროს
შემოვიდა
დავით
კობიძე.
დაიწყო
თინამ
`თუთი-ნამეს”
კითხვა
_ ბატონი
იუსტინეს
ქრესტომათიის
პირველი
გამოცემიდან.
ბულბულივით
კითხულობს
სპარსულს.
ახლა
განაგრძეთ
თქვენო!
_ ბატონმა
დავითმა
მითხრა.
იქ
იყო
კიდევ
2 ჯგუფი,
მაკარი
ხუბუას
და
ვლადიმერ
ფუთურიძის.
ბატონმა
დავითმა
იფიქრა,
ალბათ
რომელიმე
ჯგუფიდან
ვიყავი
და
როდესაც
გაიგო,
რომ
მე
სპარსული
არ
ვიცოდი,
მიმიყვანა
ლეილა
თუშიშვილთან
და
სთხოვა,
დამხმარებოდა
სპარსულის
შესწავლაში.
მან
დამაწყებინა
სპარსული
და
არათუ
დამაწია,
ზოგს
გავუსწარი
კიდეც.
ასე
გავხდი
ირანისტი.
1969 წელს წავედი პირველად ირანში. საზღვარზე რომ გადავედი (იმ პერიოდში `ვისრამიანს” ვბეჭდავდით) ესენი, ვიფიქრე, იმიტომ ლაპარაკობდნენ ასე გარკვევით,
რომ
მე
კარგად
გამეგო
(იცინის).
ახლა
რომ
კომპიუტერებია,
მაშინ ერთი სტატიის დასაწერად 6 ქალაქი მომივლია – ერევანი, ტაშკენტი, დუშანბე, ბაქო, მოსკოვი. რამდენჯერ იყო ასეთი შემთხვევა. ძნელი იყო. საერთოდ ძნელია მეცნიერება. ამიტომაა რომ თავს არიდებენ. თუკი მართლა გინდა, რომ ირანისტი და მეცნიერი იყო, ბევრი მუშაობაა საჭირო.
90-იან წლებში თქვენ იყავით ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი. როგორ იხსენებთ ამ პერიოდს?
ამ პერიოდს ვიხსენებ კარგადაც და ცუდადაც. ეს ის პერიოდია, როცა ზვიად გამსახურდიას გადაყენებს უპირებენ.
ქვეყანაში
საშინელი
მდგომარეობაა,
შიმშილობაა.
აი, ამ პერიოდში, ბატონმა გურამ ჩიქოვანმა და ამირან ლომთაძემ დაარსეს ქუთაისში აღმოსავლეთმცოდენობის განყოფილება.
მოვიდა
გურამ
ჩიქოვანი
და
მეუბნება,
რომ
რექტორი
მოხსნეს,
ახალ
რექტორს
ეძებენო.
საერთოდ, მე სულ ნერვებს მიშლიდა ის, რომ არ არსებობდა სპეციალური ცენტრი, რომელიც მოახდენდა დიალექტოლოგიური და ენათმეცნიერული
ტექსტების
ენობრივი,
ფოლკლორული
და
ეთნოგრაფიული
მასალების
ჩაწერას.
ჩემი
თაობის
ბევრი
მომავალი
მეცნიერი
ამ
დარგში,
იყენებდა
იოსებ
ყიფშიძის
მიერ
გამოცემულ
წიგნს
“Грамматика мингрелского (иверского) азыка”, რადგან თავიანთ მასალებს არ ენდობოდნენ. ეს მე ძალიან მაღიზიანებდა და ამიტომ
სულ
ვოცნებობდი,
როგორმე
დიალექტოლოგიის
სამეცნიერო
კვლევითი
ცენტრი
დამეარსებინა.
ამიტომ,
გადავწყვიტე
ქუთაისის
უნოვერსიტეტში
რექტორად
წასვლა
და
იქ
დიალექტოლოგიის
ინტიტუტის
დაარსება.
ჩავედი ქუთაისში და რა დამხვდა: საშინელი პირობები, პური არ იშოვება, გაჭირვებაა. მანქანებს იპარავდნენ, ამიტომ ფეხით დავდიოდი ყველგან, მატარებლით ჩამოვდიოდი თბილისში. მე და ჩემი მეუღლე ზოგჯერ ვშიმშილობდით კიდეც. მართალია,
ხალხს
უნდოდა
ჩემთვის
პატივისცემა,
მაგრამ
მე
არ
შემეძლო,
მესარგებლა
იმით,
რომ
რექტორი
ვიყავი და მეგრიალა და მექეიფა. ამიტომ შემერქვა უჟმური კაცის სახელი. მაგრამ მე ეს ნაკლებად მაინტერესებდა.
აი ასეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდი. მერე ჩამოვიდა თეიმურაზ შაშიაშვილი. რომ გაიგო ორი წლის განმავლობაში 7 კვადრატულ მეტრში
ვცხოვრობდი,
შემომითვალა,
რომ
ძალიან
მალე
ახალ
ბინას
მომცემდა.
მართლაც,
როგორც
კი
განთავისუფლდა
მერიის
ახლოს
ცენტრში
ნათელი,
იზოლირებილი,
ოროთახიანი
ბინა,
ზუსტად
5 დღეში
გადმომცა.
მიუხედავად ამისა, ღმერთმა ისმინა ის, რაც მინდოდა. დავაარსე დიალექტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი
ცენტრი,
რომელიც
დღეს
მსოფლიოში
ერთადერთია.
დიალექტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორად ვინ დაინიშნა?
მე თვითონ დავინიშნე ჩემი თავი დირექტორად და მევე დავაკომპლექტე. შევარჩიე უნიჭიერესი
ბავშვები
და
შევადგინე
3 ჯგუფი.
თითოში
იყო
სამი
კაცი:
ლინგვისტი,
ეთნოგრაფი
და
ფოლკლორისტი. ამ ჯგუფებს ვუწოდე “შეკრული წრე” (სხვათაშორის, იმ დღეს ჯანრი
კაშია
მეუბნებოდა
რომ
თურმე
ფრანგებს
უხმარიათ
ჩემი
მოფიქრებული
ეს
ტერმინი)
და
გავაგზავნე
ერთი
ჯგუფი
სამეგრელოში,
ორი
კი
იმერეთში.
და რატომ "შეკრული წრე”?
"შეკრული წრე” იმიტომ ჰქვია, რომ უნდა ჩაიწეროს ყველაფერი ყოველდღიურად _ 365 დღის განმავლობაში.
იცვლება
წელიწადის
დრო,
ბუნება,
ადამიანების
დამოკიდებულება
ბუნებისადმი,
იცვლება
სამუშაო
პირობები,
მეურნეობის
ფორმები
_ ყევლაფერი
ეს
ენობრივად
უნდა
ჩაეწერა
ლინგვისტს
მაგნიტოფონზე,
ფოლოკლორისტს
_ ფოლკლორული
და
ეთნოგრაფს
_ ეთნოგრაფიული
მასალები.
ეს
წრე
მუშაობდა
ძალიან
კარგად.
გავიდა 1 წელი და მოგროვდა ეს მასალები. ახლა, მათ უნდოდათ მეცნიერული გარჩევა, დამუშავება. ამიტომ დავიწყე ყოველწლიური ერთკვირიანი სამეცნიერო სესიები, რომლებსაც “ქუთაისური საუბრები” ვუწოდე. სესიებზე დასასწრებად ქუთაისში ჩამოდიოდნენ როგორც თბილისელი, ისე უცხოელი
მეცნიერები.
ქუთაისის უნივერსიტეტში დავაარსე ერთი-ორი ფაკულტეტი, ვინაიდან მაშინ ცუდი წლები იყო და დასავლეთ საქართველოდან ახალგაზრდები ვერ მოდიოდნენ
თბილისში.
სხვათაშორის,
შარშან,
სამარშუტო
ტაქსს
ველოდები
და
ამ
დროს
ვიღაცამ
მანქანა
გამიჩერა.
გადმოვიდა
იქიდან
კაცი
და
მეუბნება:
ვერ
მიცანითო
ბატონო
მაგალი?
აი,
მე
დიდი
კაცი
გავხდი
და
თქვენ
რომ
ეკონომიკის
ფაკულტეტი
არ
გაგეხსნათ
ქუთაისში,
როგორ
ვისწავლიდი,
თბილისში
ხომ
ვერ
ჩამოვიდოდიო!
ახლა ვინ ხელმძღვანელობს თქვენს მიერ დაარსებულ დიალექტოლოგიის ცენტრს?
მე წესდება შევადგინე თუ როგორ უნდა იმუშაონ, მაგრამ მე ხომ ლინგვისტი არ ვარ. ამიტომ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორთან,
ქალბატონ
ქეთო
ლომთათიძესთან
და
თედო
უთურგაიძესთან,
რომელიც
დიდი
მეცნიერი
და
ქართველოლოგია,
მივედი და ვუთხარი, რომ მინდოდა დირექტორი. შემირჩიეს ტარიელ ფუტკარაძე, მართლა ნიჭიერი კაცი. მე ბუნებრივია, რაღაც თანხებს ვაძლევდი ამ ინსტიტუტს, რომ ეარსება, მაგრამ ბოლოს ისე გათამამდა ფუტკარაძე, რომ შემოვიდა და მითხრა, კიდევ მჭირდება ფულიო. მე ვუთხარი, არა ბატონო ტარიელ, თქვენ ხომ იცით, რომ მე ამდენი ფული არ მაქვს _ მეთქი. ბატონო მაგალი, თქვენ არ გესმით დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ფასიო.
მე,
მაგალი
თოდუას
მეუბნება
ამას
ტარიელ
ფუტკარაძე
(იცინის).
ბატონო მაგალი, თქვენი ინიციატივით გაიხსნა გელათის აკადემია. გვიამბეთ ამის შესახებ.
ქუთაისის დედაქალაქად გამოცხადების 900 წელი იყო. ამასთან
დაკავშირებით
არაერთი ღონისძიება გაიმართა. სწორედ ამ პერიოდში დანიშნული მაქვს სამეცნიერო სხდომა, სადაც ძალიან მტკივნეული საკითხი უნდა განვიხილო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და მქონდა მაღალი სიცხე, მაინც წავედი, რადგან შაშიაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს გარეშე სხდომას არ დაიწყებდა. ვზივარ სხდომაზე და ვგრძნობ, რომ ფიზიკურად ვარ მხოლოდ იქ, როგორც იტყვიან, სხვაგან ქრის ჩემი გონება. შემდეგ გასაოცარი ამბავი მოხდა: დაამთავრა შაშიაშვილმა თავისი ორსაათიანი რიტორიკა და დასვა კითხვა: `ვის გაქვთ წინადადებები?” როგორ ავდექი,
არ
მახსოვს.
მახსოვს
ის,
თუ
რა
ვთქვი:
`აღვადგინოთ
დავით
აღმაშენებლის
მიერ
დაარსებული
გელათის
აკადემია.”
(ქუთაისში
რექტორად
რომ
წავედი,
ვიცოდი,
რომ
დიალექტოლოგიის
ცენტრი
უნდა
დამეარსებინა,
მაგრამ
გელათის
აკადემიაზე
მე
არ
მიფიქრია).
ხანმოკლე
პაუზის
შემდეგ
ბატონმა
თეიმურაზმა
მკითხა
თუ
როდის
წარვადგენდი
დასაბუთებას.
არ
დავიხიე
უკან
და
შევპირდი
რომ
მეორე
დღეს
დილის
9 საათისთვის
მზად
მექნებოდა.
სახლში რომ მივედი, სიცხე
გავიზომე:
37 და
6 ხაზი.
თერმომეტრს
არ
დავუჯერე.
ეს
ხომ
ისე
არ
ხდება?
უფალმა
დამაჯილდოვა
ამითი
მე.
მეორე
დღეს,
დილის
9 საათზე,
დასაბუთება
უკვე
შაშიაშვილს
ედო
მაგიდაზე.
აკადემიის გახსნის ბანკეტს 600 კაცი ესწრებოდა. დიპლომატიური კორპუსიდან ვინ არ იყო. ცხონებულმა
ვახტანგ
გოგუაძემ
_ მაშინ
პარლამეტის
სპიკერი
იყო
_ თქვა,
რომ
საქართველოს
ისტორიაში
ეს
პირველი
შემთხვევა
იყო,
რომ
ორმა
უმაღლესმა
სასულიერო
და
საერო
იერარქმა
ერთ
დოკუმენტზე
ერთდროულად
მოაწერა
ხელი.
დაარსდა აკადემია. არჩევნების საფუძველზე 14 კაცი შეირჩა:
პრეზდენტად
მე
ამირჩიეს.
ვინაიდან
ორგან
მუშაობა
არ
შეიძლებოდა,
ქუთაისის
უნივერსიტეტში
5 წლიანი
რექტორობის
შემდეგ,
დავწერე
განცხადება
და
წამოვედი.
გელათის
აკადემიას
საკმაოდ
დიდხანს
შევრჩი.
გელათის აკადემიის დაარსების შემდეგ, თქვენ დააარსეთ "გელათის აკადემიის ჟურნალი”.
"გელათის აკადემის ჟურნალი” დავაარსე 2002 წელს. მართალია, გვიჭირდა, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა გაცხოველებული მუშაობა,
იმართებოდა
სესიები,
ავირჩიეთ
უცხოელი
წევრები
_ გიპერტი,
იან
ბრაუნი
და
სხვანი.
უკვე
იყო
საშუალება
იმისა,
რომ
სტატიები
გამოგვეცა.
გიორგი
ჭელიძის
რჩევით,
დავარქვით
`გელათის
მეცნიერებათა
აკადემიის
ჟურნალი”.
კარგი
ჟურნალი
იყო.
ამჟამად
ჟურნალის
რედაქტორია
ლევან
ბრეგაძე,
რომელიც
გელათის
აკადემიის
წევრია.
ასევე გეკუთვნით ჟურნალები "ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე”, "მაცნე”
და "ქართველოლოგია”.
ქუთაისში რექტორობის პერიოდში დავაარსე ჟურნალი `ქუთაისის უნივერისტეტის მოამბე”. ორენოვანი
ჟურნალი
იყო.
სტატიები
იბეჭდებოდა
ქართულადაც
და
ინგლისურადაც.
თუ
მოიტანდით
ათგვერდიან
სტატიას
ქართულად,
უნდა
მოგეტანათ
ექვსი
გვერდი
მისი
ინგლისური
ადეკვატი.
გამოვეცი
3 თუ
4 ნომერი.
ძალიან
გახმაურებული
ჟურნალი
იყო,
მაგრამ
მერე
წამოვედი
უნივერსიტეტიდან
და
მისი
გამოცემაც
შეწყდა.
იცით ალბათ, როგორ ქუხდა ქართული მეცნიერება მსოფლიოში. მეცნიერებათა აკადემიას ჰქონდა
ჟურნალი
`მაცნე”.
აქ
გავიზარდეთ
ფაქტიურად
ჩევნ
და
აქ
გავზარდეთ
ჩვენი
ასპირანტები.
ქუხდა
ეს
ჟურნალი.
მაგრამ
მეცნიერებათა
აკადემიის
გაუქმების
შემდეგ,
`მაცნეს”
გამოცემაც
შეწყდა.
რამდენიმე წლის წინ კი გადავწყვიტე, დამეარსებინა ჟურნალი
`ქართველოლოგია”,
რომელიც
შეცვლიდა
ერთ
დროს
ცნობილ
`მაცნეს”.
მაგრამ
როგორ
ვიფიქრებდი,
რომ
ხელისმომწერებს
ვერ
ვიშოვიდი!
200 კაცი
მაინც
არ
გამოჩნდებოდა,
რომელიც
დადებდა
გარკვეული
რაოდენობის
თანხას
და
აცოცხლებდა
ამ
ჟურნალს.
დავრჩი
მარტო.
გამოვეცი
I ნომერი
და
დამედო
ვალები.
მეორე
ნომერსაც
ვბეჭდავ,
დამედო
ისევ
ვალი.
ვერ
ვიხდი.
ამ
დროს
მირეკავს
ნიკო
ნახუცრიშვილი:
ბატონო
მაგალი,
გილოცავთ,
თქვენ
მიიღეთ
მსოფლიოს
პირველი
ირანისტის
საერთაშორისო
პრემია,
რომელსაც
ირანის
პრეზიდენტი
აჰმადი
ნეჟადი
აწერს
ხელს
(ეს
არის
პრემია,
რომელსაც
5-10 წელიწადში
ერთხელ
აძლევენ
საუკეთესო
ირანისტს).
ჯილდოდ
10 000 დოლარიც
გამომიგზავნეს.
"ქართველოლოგიამ” დიდი გამოხმაურება გამოიწვია მთელს
მსოფლიოში.
ახლა
მისი
ინტერნეტ
ვერსიის
გაკეთებაც
გვინდა.
თქვენი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი გილანისა და ქუთაისის უნივერსიტეტების თანამშორმლობას. ეს არის პირველი
პრეცენდენტი.
რა
მნიშვნელობა
აქვს
ამ
ორი
უნივერსიტეტის
ურთიერთთანამშრომლობას
და
არის
თუ
არა
დღეს
რაიმე
წინგადაგმული
ნაბიჯები
ამ
კუთხით?
ერთხელ, ქუთაისში ვარ, ვუსმენ ირანს და დიქტორმა
გამოაცხადა,
რომ
ირანში
ჩავიდა
საქართველოს
პრეზიდენტი
ედუარდ
შევარდნაძე
და
ორი
ქვეყნის
წარმომადგენლებს
შორის
მნიშვნელოვანი
მოლაპარაკებები
გაიმართა.
ღამის
2 საათზე
დავურეკე
თეიმურაზ
შაშიაშვილს
და
შევთავაზე,
რომ
ირანთან
დაგვედო
ხელშეკრულება
ჩაის
მეურნეობის
განვითარების
კუთხით.
გადაწყდა,
ბატონ
თეიმურაზს
უნდა
წაეყვანა
ჩაისა
და
მეაბრეშუმეობის
სპეციალისტები
ირანში
და
გილანის
რომელიმე
ოსთანთან
დაედო
ხელშეკრულება.
გამოგვყვა
რუბენ
გორგოშია
(ახლა
ჩვენი
კონსულია
ირანში).
ამავდროულად შაშიაშვილის ინიცატივით ქუთაისის უნივერსიტეტსა და გილანის
უნივერისტეტს
შორის
თანამშრომლობის
ხელშეკრულებას
მოვაწერეთ
ხელი.
ასე დავუდეთ თეიმურაზ შაშიაშვილმა და მე სათავე ამ ორი უნივერსიტეტის მეგობრობასა და თანამშრომლობას.
ბატონმა
ავთანდილ
ნიკოლაიშვილმა,
რომელიც
ჩემს
შემდეგ
იქნა
არჩეული
ქაუთაისის
უნივერსიტეტის
რექტორად,
კიდევ
უფრო
გააღრმავა
ეს
ურთიერთოებები.
მოგვიანებით
კი
მთელი
საქართველო
ჩაერთო
ამაში.
ყოველწლიური
ერთთვიანი
`დოურეებიც”
(ენის
შემსწავლელი
კურსები)
სწორედ
აქედან
იღებს
სათავეს.
ბატონო მაგალი, არ შემიძლია, არ გკითხოთ თქვენი წიგნის შესახებ სახელწოდებით "მაცხოვარი და ღვთისმშობელი
სპარსულ
პოეზიაში”.
ეს
იყო
ჩემთვის,
და
არა
მარტო
ჩემთვის,
ძალიან
დიდი
აღმოჩენა.
მართალია,
ყოველთვის
ვიცოდით,
რომ
მუსლიმები
დიდ
პატივს
სცემენ
ღვთისმშობელს,
ქრისტეს,
მაგრამ
თუ
რუმი,
ხაყანი,
ჰაფეზი
და
სხვა
დიდი
ირანელი
პოეტები
ამის
შესახებ
წერდნენ,
ეს
ბევრისთვის
უცნობი
იყო.
საიდან
წამოვიდა
იდეა
და
როგორი
გამოხმაურება
ჰპოვა
ქართველ
მკითხველში?
ჩემთვისაც ასე მოულოდნელი იყო თითქოს. რუდაქიდან დაწყებული ხომეინის ჩათვლით (ხომეინი დიდი მწერალი იყო) უკლებლივ ყველა პოეტს აქვს იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ქება-დიდება.
დავწერე I ტომი და პრინციპის გამო გამოვეცი ეს ქუთაისში.
სხვათაშორის, წიგნმა ძალიან დიდი და დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ქართველ
მკითხველში.
II ტომი თითქმის მზად მაქვს დასაბეჭდად და ბატონი ეჰსან ხაზაის (ირანის ისლამური რეაპუბლიკის კულტურის ატაშე საქართველოში) მხარდაჭერით ალბათ
გამოიცემა
კიდეც.
ჩაფიქრებული
მაქვს,
ოთხტომეულად
გამოვსცე.
რატომ ქრისტე? ხაყანის მუჰამედი 85 ჯერ ჰყავს ნახსენები. ქრისტე 210 ჯერ, რუმის _ უფრო მეტჯერ. ხაყანის, კარგი, დედა ჰყავდა ქრისტიანი, მაგრამ რუმის?
საქმე ის არის, რომ მთელი სპარსული პოეზია არის მისტკური-სუფიური. რა არის სუფიზმი? ეს არის ნეოპლატონიზმი. პეტრიწიმ, რომელმაც ბევრგან იხეტიალა, ფეხი ვერსად ვერ მოიკიდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ის იყო ნეოპლატონიკოსი. ნეოპლატონიზმი იგივე
პლატონიზმია.
პლატონის
იდეოლოგია
რა
არის?
არსებობს
მაგიდა.
ეს
მაგიდა
არაფერი
არ
არის.
მაგიდის
იდეა
აბსოლუტის
სფეროშია
კი
არის
მისი
ანარეკლი
_ ემანაცია.
ასევე,
ადამიანი
არის
უფლის
სახე,
მისი
ემანაცია.
ქრისტიანობის
მიხედვით,
ადამიანი
ცდილობს
რომ
უფალთან
ახლოს
იყოს,
მაგრამ
მათი
იდეალი
ასეთია:
მე
ვარ
უფლის
ემანაცია.
მე
უნდა
გავიარო
თარიყათის
12 საფეხური
მერე
უნდა
დავთმო
ჩემი
სხეული
და
უფალთან
ახლოს
კი
არ
უნდა
დავდგე,
არამედ
მე
უფალი
ვიყავი
და
ისევ
უფალი
უნდა
გავხდე.
ქრისტე
იყო
ღმერთი,
იქცა
ადამიანად,
აქ
ცხოვრობდა,
ევნო
ჩვენი
ცოდვების
გამოსასყიდად
და
დაბრუნდა
უკან.
კი,
ყურანში
წერია,
რომ
ქრისტე
მეოთხე
სფეროში
მიდის
უფალთან,
მაგრამ
სადამდე
წავა,
კაცმა
არ
იცის.
უფალი
ეუბნება
გაბრიელს,
მანდ
მას
რამე
მიწიერი
არ
მოჰქონდესო!
გაჩხრიკეს
მაცხოვარი
და
ხალათის
ნაკეცში
უპოვეს
ნემსი.
გაბრიელი
ეკითხება:
რატომ
გაქვს
ესო?
როგორო,
მეო
ღარიბი
კაცი
ვარო,
ეუბნება
მაცხოვარი.
ამიტომ
დატოვეს
მეოთხე
სფეროში.
მაგრამ
მეოთხე
სფერო
მზის
სფეროა
საერთაშორისო
ფილოსოფიური
წარმოდგენით.
აქ
ლაპარაკია
მზისა
და
ქრისტეს
რაღაც
კავშირზე.
აი, ეს ჩაიგდეს ხელში ყურანიდან და ეს თემა ამუშავა ყველამ. ქრისტე მათ ხელში აბსოლუტია. ხომეინი წერდა, არ მინდა თქვენი მეჩეთი, თქვენი მექა. წარმოგიდგენიათ? ლექსში ამას ამბობდა
და
ცხოვრებაში
სულ
სხვანაირად
იქცეოდა.
III ტომში მე მინდა გავცე პასუხი, თუ რა იყო ქრისტეს ასე აკვიატების მიზეზი. რითი იმართლებდა თავს ხომეინი, როცა ამას წერდა. რატომ არის ის ასეთი გაორებული? აი ამას უნდა პასუხის გაცემა, მაგრამ როგორ გავცემ ამას პასუხს, ჯერ არ ვიცი.
თქვენ გეკუთვნით "ვეფხისტყაოსნის” სპარსული პროზაული
თარგმანი.
ეს,
ვფიქრობ,
ერთ-ერთი ძალიან
მნიშვნელოვანი
და
წინგადადგმული
ნაბიჯია
ქართულ-სპარსული
ლიტერატული
ურთიერთობების
გასაღრმავებლად.
ექვსი წიგნი მაქვს გამოცემული ირანში. მანამდე არსებობდა პოემის თარგმანი, რომელიც შესრულებული იყო ჯემშიდ გიუნაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ ის არ იყო სრულყოფილი.
ამიტომ
მე
გავაკეთე
`ვეფიხსტყაოსნის”
პროზაული
თარგმანი.
დავურეკე იოსეფ-ფურს და ვთხოვე, რომ როგორც ირანულენოვანს, წაეკითხა პოემის პროზაული თარგმანი. ის ჩამოვიდა ჩვენთან და თარგმანს საბოლოო სახე ერთობლივად მივეცით. წიგნის თანავტორად მე ჩემი თავი არ დავწერე. დავწერე იოსეფ-ფურის სახელი, რისთვისაც, სხვათა შორის, სახელმწიფო პრემია მიიღო, რომელიც შევარდნაძემ გადასცა. ამ თარგმანს ირანშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით,
ირანში
რეცენზია
დაწერეს,
რომელშიც
ახალგაზრდებს
მიმართავდნენ
რომ,
აიღეთ
იოსეფ-ფურის
თარგმანი
და
ისწავლეთ
სპარსულიო.
თქვენ გეკუთვნით ასევე ფირდოუსის "შაჰ-ნამეს” მოკლე ვარიანტი.
დიახ, მე გავაკეთე “შაჰ-ნამეს” მოკლე ვარიანტი ქართულად და გამოვეცი. ირანში ამის შესახებ რომ გაიგეს, მთხოვეს, რომ სპარსულადაც გამეკეთებინა. გავუგზავნე იოსეფ-ფურს და წიგნის
რედაქტორობა
შევთავაზე.
წიგნის
დაბეჭვდის
შემდეგ,
იოსეფ-ფურმა
დაგვპატიჟა
ირანში, თავის სახლში და გამოგვიტანა წიგნი, რომელზეც ავტორად ჩემი და მისი სახელი და გვარი ეწერა. ვიცოდი, არ გეწყინებოდათ, ჩემი სამეცნიერო
კარიერისთვის
მჭირდებოდაო.
სხვათაშორის,
წიგნმა
დიდი
გამოხმაურება
ჰპოვა.
ღმერთია
მოწამე,
იოსეფ-ფურიზე
ნაწყენი
არ
ვარ.
ბატონო მაგალი, არაერთი თარგმანი გეკუთვნით. ნიზამი, ჰაფეზი, ხაიამი, ხომეინი... რომელი ერთი დავასახელო. საინტერესოა, როდის დაიწყეთ
მთარგმენლობითი
მოღვაწეობა
და
რა
არის
თქვენი
მთარგმნელობითი
პრინციპი?
ჩემი წიგნის `სპარსული პოეზიის შედევრების” სამ გვერდიან წინასიტყვაობას დაახლოებით 2 თვე ვწერდი.
სწორედ
იქ
მიწერია,
რომ
არავითარი
თარგმნა
არ
არსებობდა
ძველად.
აიღებდნენ
ამბავს
და
გააკეთებდნენ
მის
ვარიანტს.
საქმე
იმაშია,
რომ
თუკი
ნაწარმოებს
კარგად
მოხარშავ,
მაშინ
შენია,
თუ
არადა,
მაშინ
ხარ
მთარგმნელი,
მაგრამ
ცუდი
მთარგმნელი.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არავითარი ზუსტი თარგმანები არ უნდა არსებობდეს. მე ჩემს თარგმანებში მომწონს ის თარგმანები, სადაც მე ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ცოტა გადავუხვიო. მაგრამ ეს გადახვევა კი არ არის, არამედ `ინერტული მასალები”. ეს ტერმინი ჩემი შემოღებულია.
ვთქვათ, გოეთეს ლექსი, რომელიც კ. გამსახურდიამ თარგმნა: 33 სიტყვა 33 სიტყვით თარგმნა გენიალურად:
`დადუმებულა მთები, ველები
აღარ მოისმის არსიდან ჩქამი
აღარ ჟივიან ტყის ფრინველები,
თვლემენ თხემები ღამენასვამი.
არ აკრთობს სმენას მცირედი ფშვენაც,
მოიცა ცოტა, დაცხრები შენაც.”
ეს არის გოეთეს ცნობილი ლექსი. ლერმონტოვმა თარგმნა ის ასევე გენიალურად, მაგრამ მან თავისი ვარიანტი შექმნა. გამსახურდიას კი ეს თარგმანი
გამოუვიდა
სიტყვასიტყვითი.
ამიტომ
აკაკის
და
ილიას
თარგმანებს
რომ
წაიკითხავ,
გოეთედამ
_ ო,
წერენ.
მთარგმენლმა
კი
არ
უნდა
თარგმნო,
არამედ
მისი
ქართული
ვარიანტი
უნდა
შექმნა.
ნიზამი ყევლაზე რთული სათარგმნია, რადგან მას თავისი მოდელი აქვს და შენ უნდა შენი მოდელი შეუხამო მას, ქართული მოდელი. აი ამიტომაა რომ მე კომპლიმენტს მეუბნებიან _ ქართულივით იკითხებაო.
ქართულია
იმიტომ,
რომ
რაც
ქართული
არაა,
არ
ვიყენებ
საერთოდ.
მე
მომაქვს
`ინერტული
მასალები”,
რომლებითაც
ვავსებ
მას.
მან
სტრიქონი
უნდა
შეავსოს.
ერთი
ლექსის
თარგმანის
დაახლოებით
20 ვარიანტს
მაინც
ვაკეთებ.
ყოფილა
ისეც,
რომ
20 ვარიანტის
შემდეგაც
დამიხევია
და
არ
დამიწერია.
თუ
თარგმანი
ქართულად
არ
ჟღერს,
ის
ჩემთვის
არ
არსებობს.
რომელია თქვენი საყვარელი პოეტი? თუ გყავთ ასეთი?
რა თქმა უნდა, როგორ არ მყავს. ერთი პერიოდი ნიზამით ვიყავი გატაცებული. ამიტომ მისი ბევრი ნაწარმოები მაქვს ნათარგმნი. მაგრამ ამ ბოლო ხანებში ძალიან გატაცებული ვარ IX-X საუკუნეების არც ისე პოპულარული ქალით _ რაბია ყაზდარ შაჰის ასულით (4 თუ 5 ლექსი მაქვს მისი თარგმნილი და ხუთივე ზეპირად მახსოვს).
რაბიას, როგორც ჩანს, ქმარი ჰყავდა, მაგრამ უყვარდა თურქი მონა ბექთაში, ამის გამო ქმარმა კი არ დასაჯა, არამედ ძმამ, რომელიც შაჰი იყო, საკუთარი და სასტიკად მოკლა _ გახურებულ აბანოში შეაგდო. დაიხრჩო იქ და ამბობენ რომ მან ერთ-ერთი რობაი სისხლიანი თითით მიაწერა კედელზე:
"ვიცი, ჩემზე ეჭვიანობ, გღალატობდე ჩუმად თითქოს,
ცეცხლში
რომ
მწვავ,
ღმერთს
რა
პასუხს
აძლევ,
როცა
განსჯის
თვითონ.
განზე ცქერა ქალს სულიან-ხორციანად წყმედს და ღუპავს,
მე შენ აქ რომ გიღალატო, იქ რა ვუთხრა, მითხარ, უფალს!
მე უშენოდ ჯოჯოხეთად მიჩნს სამოთხე, იცის ღმერთმა,
და სამოთხედ ვთვლი ჯოჯოხეთს, შიგ თუ ვიწვი შენთან ერთად.
შენ მე ისევ ისე მალხენ, ვით მალხენდი ჰაი! უწინ;
თაფლს უშენოდ თუ ვჭამ, გესლს ვსვამ, შენთან კი შხამს ვით ყანდს ვწუწნი.”
XXX
`ისევ ავტროკდი და სიყვარულის ქამანდში თავი ამოვყავ ისევ,
რად არ ვიჩქარე და ეს ქამანდი რად არ მოვიძრე ყელიდან მყისვე!
უკიდეგანო ზღვას ჰგავს ტრფიალი, ვერვინ შეუდგამს თვალს მის ნაპირებს,
და რომ შეტოპე შიგ, ქალბატონო, გაღმა გაცურვას როგორ აპირებ?
გულის ნებაზე ეს სიყვარული გსურდა შეგერგო მაგრამ ნეტარ ვით?
ათასი ჭირი გულს გიჭამს, შენ კი, კიდევ გსურს შეგრჩეს ყოფა ნეტარი.
მაშინ მზეთამზედ უნდა გეჩვენოს, ის ჯოჯო შენ რომ ეტრფი და ესავ,
უნდა გეგონოს პირს თაფლით იტკბობ, მაშინ როდესაც საწამლავ-გესლს სვამ.
გაუხედნავი კვიცივით განზე რომ გახტი, აწი ამაოდ ხვნეში.
უნდა გცოდნოდა, რაც შორს იწევი, ყულფი მათ უფრო მოგიჭერს ყელში.”
თუ შეიძლება კიდევ ერთი ლექსი წაგვიკითხეთ...
"ღმერთს მხოლოდ ერთს ვთხოვ, _ დე ეს თხოვნა იმ თხოვნას ერთოს! _
მე რომ მიყვარხარ, შეგიყვარდეს შენც ვინმე ერთ დროს,
ისეთი ვინმე, ტრფობა რაა, არც კი იცოდეს.
შენსავით მასაც გულის ნაცვლად მკერდში ქვა ედოს.
გაიგო, სატრფოს მონატრება თუ რა ყოფილა.
ტრფიალის მისის ცეცხლი გულში გენთოს და გენთოს!
როგორც მე შენი სიყვარულით ვიგრიხები დღეს,
იგრიხებოდე სიყვარულით შენც მისთვის
(ღმერთო!),
ვინძლო გაიგო, ვისაც სატრფო ზედ არც უყურებს,
მას ვაებისგან
ვით ემხობა თავზე ცის ერდო!”
ბატონო მაგალი, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც გვითხარით. კიდევ რა სიურპრიზს უმზადებთ მკითხველს?
თითქმის ერთი წელია უკვე, თავაუღებლივ ვმუშაობ `ქილილა და დამანაში” ვახტანგ VI-ის მიერ დაშვებული შეცდომების გასწორებაზე, რომელიც ცალკე
მონოგრაფიად
მინდა
გამოვსცე.
2009 წელს რომ გამოვეცი (იგულისხმება `ქილილა და დამანას”
ვახტანგ
VI – ის
ქართული
თარგმანის
განსაკუთრებული
მნიშვნელობის
შესახებ
მისი
ორიგინალის
ტექსტის
დადგენის
საქმეში”
_ თ.წ.), მოკრძალებულად
შევიტანე
შესწორებები,
400 თუ
ცოტა
მეტი
და
ახლა,
დაახლოებით
1000 იქნება.
ამას
იმისთვის
ვაკეთებ,
რომ
ქართველმა
კაცმა
მიიღოს "ქილილა
და
დამანას”
დასრულებული
ვერსია.
მერე,
თუ
მოვასწარი
და
მოვახერხე,
იქნებ
წიგნადაც
გამოვსცე.
"მორჩა, დავიღალე ახლა" - მითხრა ბატონმა მაგალიმ, როცა მორიგი კითხვის დასასმელად მოვემზადე.
-კი მაგრამ, ბატონო მაგალი, მე კიდევ იმდენი კითხვები მაქვს მომზადებული.. გულდაწყვეტილმა, მორიდებით შევკადრე.
-ამდენი იმდენი ხანია არ მილაპარაკია. დავიღალე. რა დრო გასულა, საუბრის დამთავრებას ერთ საათში ვაპირებდი.
ორსაათნახევარი ვესაუბრე ბატონ მაგალის, მაგრამ დრომ ისე გაირბინა, ვერც კი ვიგრძენი. ბატონმა მაგალიმ რომ მითხრა, დავიღალეო, მეგონა, საუბარი სულ რაღაც 5 წუთის დაწყებული გვქონდა. და მართლაც, როგორ შეიძლება ორსაათნახევარი გეყოს ისეთ დიდ, ისეთ შესანიშნავ და
საინტერესო
პიროვნებასთან
საუბრისას,
როგორიც
მაგალი
თოდუაა.
დავემშვიდობე ბატონ მაგალის იმ იმედით, რომ ისევ შეგხვდებოდა და "კალამს” საკუთარი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს უამბობდა.
თინათინ წიკლაური
2012 წ. ჟურნალი "კალამი" #11
შემთხვევით გადავაწყდი და ძალიან კარგი ინტერვიუა. მადლობა!
ReplyDelete