Saturday, October 11, 2025

ზღვაზე

ზღვის სანაპიროზე, ხის პატარა კაფეში ვზივარ. ზღვიდან მონაბერი სიო, ჰაერს აგრილებს. მოღრუბლულია. ურჩი მზე გამოსვლას ლამობს, მაგრამ ღრუბლები ეფარებიან.

კაფეში, მე რომ მიყვარს ის მელოდიები ჟღერს. ფორთოხლის წვენს ვსვამ, ყინულის გარეშე. 

ყველაფერი მაქვს, რაც ბედნიერებით მავსებს: ზღვის ხედი, საკუთარი თავი და საკუთარი სურვილები! 

ტალღების ხმაური, უკიდეგანო სივრცე და თვალთუწვდენელი სანაპირო, უსასრულობის განცდას ქმნიან! 

ხის პატარა კაფიდან გამომავალი მელოდიური ჰანგების ხმა, ზღვიდან წამოსული ტალღების ხმაურს ერწყმის და ღვთაებრიობის განცდას ბადებს…