როგორი გრძნობაა,
როცა ესაუბრები საკუთარ თავს? როცა უსვამ კითხვებს და პასუხს ელი. როცა საკუთარ თავს
იწვევ დუელში და მისი არაცნობიერის გამოაშკარავებას ცდილობ? რომელია შენი სახე სინამდვილეში?
მინდოდა, წინამდებარე
ჩანაწერისთვის „მეტამორფოზა“ მეწოდებინა, რადგან პირველი თავი, სახელწოდებით „რა არის
ადამიანი“ 6 წლის წინ, 2010 წლის ზაფხულში
დავწერე და საიდუმლოდ შემოვდე თაროზე. 6 წლის შემდეგ ისევ მომინდა საკუთარ თავთან გაპაექრება
და გარკვეულ კითხვებზე პასუხების მიღება. საბოლოოდ ნაწერს „უსათაურო“ დავარქვი, იმიტომ
რომ ძიება გრძელდება და გარდა ამისა, არ მინდოდა, ვინმეს პლაგიატად ჩავეთვალე და კაფკას
ხოჭოდ ქცეული პერსონაჟი გახსენებოდა.
იმასაც ავხსნი,
რატომ არ ვინიღბები და რატომ ვამბობ ასე ხმამაღლა, რომ ეს არის დიალოგი საკუთარ თავთან.
სინამდვილეში, ყველა მწერლის პერსონაჟი ხომ (მეფისტოფელიდან დაწყებული ალიოშა კარამაზოვით დამთავრებული), თვითონ ეს მწერლები
არიან. მოდით, ასე ვიტყვი, ჩვენ იმას ვწერთ, რანიც ვართ ან რანიც გვინდა, რომ ვიყოთ...
სამი წლის შემდეგ, კვლავ მომინდა საკუთარ ქვეცნობიერთან გამუსაიფება, რადგან ჩავთვალე, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ქარტეხილები ექვს წლიან შუალედს უტოლდებოდა. დავსვი კითხვები და პასუხები ისეთი მივიღე, რომ მივხვდი, ჩემი ცხოვრების 32 წლიანი ისტორია სრულიად ამოვწურე. ამიტომ, მესამე ნაწილს შემაჯამებელი სახელწოდება "ტრილოგია" ვუწოდე. მიუხედავად ამისა, ძიება გრძელდება, საკუთარი "მეს" გამოაშკარავების პროცესი, რომელიც ასევე საკუთარი თავის შემეცნების საუკეთესო მეთოდია, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი მთავარი ამოცანა იქნება. თუმცა ამ ეტაპისთვის, კმარა. შევხვდებით მომავალში.
სამი წლის შემდეგ, კვლავ მომინდა საკუთარ ქვეცნობიერთან გამუსაიფება, რადგან ჩავთვალე, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ქარტეხილები ექვს წლიან შუალედს უტოლდებოდა. დავსვი კითხვები და პასუხები ისეთი მივიღე, რომ მივხვდი, ჩემი ცხოვრების 32 წლიანი ისტორია სრულიად ამოვწურე. ამიტომ, მესამე ნაწილს შემაჯამებელი სახელწოდება "ტრილოგია" ვუწოდე. მიუხედავად ამისა, ძიება გრძელდება, საკუთარი "მეს" გამოაშკარავების პროცესი, რომელიც ასევე საკუთარი თავის შემეცნების საუკეთესო მეთოდია, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი მთავარი ამოცანა იქნება. თუმცა ამ ეტაპისთვის, კმარა. შევხვდებით მომავალში.
ძიება გრძელდება და წლების მერე ნაწერს ახალი ნაწილი დაემატა. გავა წლები და მიემატება შემდეგი ნაწილები. იქამდე, ვიდრე საკუთარი პიროვნება არ ამოიწურება.
I
რა არის ადამიანი?
ბედნიერება არსებობს?
-
არსებობს ბედნიერება.
მას დანახვა და შეგრძნობა უნდა.
ტკივილიც არსებობს?
-
ტკივილიც არსებობს,
მას ყველა ხედავს და ყველა გრძნობს.
სიცარიელე? ესეც
არსებობს?
-
სიცარიელე ტკივილის
მეგობარია. ისიც ყველაშია.
თუ სიცარიელე
არსებობს, მაშინ სისავსეც ხომ უნდა არსებობდეს?
-
არსებობს, ოღონდ
მას ძებნა და მოპოვება სჭირდება.
რა არის სევდა?
-
სევდა ოცნებების
მსხვრევაა... სევდა, უმოქმედობაა.
სიხარული არსებობს?
-
არსებობს, ის
წამიერია, თუმცა მისი განცდა ყველას არ ძალუძს.
სიყვარული არსებობს?
-
სიყვარულიც არსებობს.
ლამაზია სიყვარული?
-
ხშირად ლამაზია,
ხშირად - მახინჯი.
ვნება? არსებობ
ვნება?
-
არსებობს, ის
ყველაშია.
დარდი როგორია?
-
დარდი გამანადგურებებლია.
დარდი სიკვდილია.
აღტაცება რა არის?
-
აღტაცება აღმაფრენის
სინონიმია.
აღმაფრენა რაღაა?
-
აღმაფრენა აღმა
ზევით ფრენაა. მას ნიჭი უნდა. მხოლოდ ნიჭიერების ხვედრია აღმა ფრენა.
მართლა
არსებობს სიძულვილი?
-
მართლა არსებობს.
მას ყველა გრძნობს, თუმცა, მხოლოდ ზოგი თუ აცნობიერებს.
შურს
ფერები მართლა აქვს?
-
შურს მხოლოდ ერთი
ფერი და ერთი სახე აქვს მხოლოდ. ის შავებში ჩაცმული ბოროტი სულია.
თუ
მხოლოდ ერთი ფერი აქვს, ესეი იგი, ის ყველაშია.
-
ასეა.
არსებობს
გრძნობა?
-
არსებობს. გრძნობა
ადამიანია.
ადამიანი
რაღაა?
-
ადამიანი ბედნიერებაა,
ტკივლია, სიცარიელეა, სისავსეა, სევდაა, სიხარულია, სიყვარულია, ვნებაა, დარდია, აღტაცებაა,
აღმაფრენაა, სიძულვილია, შურია. ადამიანი გრძნობაა.
კიდევ მაქვს კითხვები.
-
დღეისთვის კმარა.
2 2010წ.
2 2010წ.

II
დიალოგი მესთან
როგორ
ხარ?
-
კარგად, არამიშავს,
ცუდად არ ვარ, მშვენივრად, უკეთესად არ ვყოფილვარ. მოიცა, რა მკითხე?
როგორ ხარ მეთქი?
-
რთული კითხვაა,
შემდეგი დამისვი.
ცხოვრება
რა ფერია?
-
თეთრისა და შავის
ურთიერთშერევის შედეგად მიღებული ფერია ანუ ნაცრისფერი
მოგწონს
ნაცრისფერი?
-
ყველაზე მეტად
ეგ ფერი არ მიყვარს.
ოცნებობ
რამეზე?
-
არაფერზე.
მოიცა,
სულ არაფერზე?
-
ხო, სულ ვოცნებობ
არაფერზე. რატომ ჩამეძიე?
ოცნების
გარეშე როგორ ცხოვრობ?
-
მე გითხარი, რომ
არ ვოცნებობ მეთქი?
აბა,
არაფერი სხვას რას ნიშნავს?
-
სულ ვერაფერი
გაგიგია. არა ფერი ანუ უფერო სამყაროზე ვოცნებობ, სადაც ყველაფერი ერთ ტონში იქნება.
სიჭრელე მღლის.
მოსაწყენი
ვინმე ყოფილხარ. უფერო სამყაროში რა უნდა აკეთო?
-
უფერო სამყაროში
აღარც ტკივილი და აღარც აღმაფრენა იქნება. უფერო სამყარო, ცუდსა და კარგს აღარ გამიჯნავს.
უფერო სამყაროში იქნება ერთი სუბსტანცია და ის მისაღები იქნება ყველასთვის.
მგონი
მივხვდი, სადაც გინდა. შემდეგ კითხვას დაგისვამ, კარგი?
-
მზად ვარ.
როგორია
აწმყო?
-
ყანაში ჩამდგარი
ავტობუსი გინახავს?
კითხვა
მე დაგისვი.
-
მე გიპასუხე:
აწმყო ყანაში ჩამდგარი ავტობუსია.
კი
მაგრამ, რა უნდა ყანაში ავტობუსს?
-
კაცთმოყვარე ღმერთის
მიერ გაჩენილ სამყაროში, რატომ არის ამდენი ტკივილი?
რა
კავშირი აქვს ამას ყანასთან და ავტობუსთან?
-
არც ღმერთი და
ტანჯვაა ურთიერთკავშირში.
ძალიან
გაართულე. ღმერთზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებდი
-
თანახმა ვარ,
აღარ შევეხები, თუ ნორმალურ კითხვებს დამისვამ.
სიკეთე
არსებობს?
-
არა.
არადა,
ვფიქრობდი, რომ კეთილი იყავი.
-
სიკეთე, საკუთარი
პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების აღმნიშვნელი ეპითეტია.
ესე იგი, სიკეთეს საკუთარი სიამოვნებისთვისვე ჩავდივართ?
-
გულის სიღრმეში,
სამაგიეროს მიღების სურვილიც გვამოძრავებს.
დედა შვილს რომ სათამაშოს ჩუქნის, ეს პატივმოყვარეობის
დაკმაყოფილების მცდელობაა?
-
დედის დამოკიდებულება
შვილის მიმართ ალტრუისტულია და მას კაცთა მოდგმის მიერ გამონაგონი ვერანაირი ეპითეტი
ვერ აღნიშნავს. ეს სიკეთე არ არის, ეს შენივე სხეულის ნაწილის გაბედნიერების უანგარო,
ღვთიური სურვილია.
კაცთა შორის, სიკეთე და სათნოება არ არსებობს?
-
არსებობს, როგორ
არა, რაციონალური სიკეთე და სათნოება.
ადამიანებში
რას ხედავ?
-
მე მათში ღმერთს
ვხედავ.
მაშ, რაციონალიზმზე რატომღა მელაპარაკები?
-
ღმერთი რაციოა
და იმიტომ. ის ყველაზე ჭკვიანია და უშეცდომო.
ვინმეს შენი პასუხი რომ არ მოეწონს, არ გეშინია განსჯის?
-
არა, რადგან ერთმანეთის
განსჯა ადამიანებს ყველაზე კარგად გამოსდით
და ამით ყველაზე დიდ შვებას განიცდიან. თუმცა არ მგონია, ვინმე ჩემი პასუხებით დაინტერესდეს.
ანუ, ჩვენ ეხლა ტყუილად ვსაუბრობთ?
-
მე თუ რამე მომივა,
მაშინ ჩვენი საუბარი ყველასთვის საინტერესო გახდება,მაგრამ ვიდრე მე ვარსებობს, შეგვიძლია, რაზეც გვინდა ვილაპარაკოთ,
მაინც არავინ წაიკითხავს. ხალხს ცოცხლები ნაკლებად აინტერესებთ.
საუბარში ყველაზე მგრძნობიარე თემებს შეეხე. ამიტომ
წაგიკითხავენ აუცილებლად და განგსჯიან, გადაუყვარდები.
-
მე მგრძნობიარე
თემებს ვეხები და შენ სასაცილოს.
რა ვთქვი სასაცილო?
-
სიყვარული ახსენე.
მერე რა? არ თქვა, რომ ეგეც არ არსებობს.
-
შენ ჩემს მაგივრად
გაეცი პასუხი...
აბა, „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზეო“, რატომ
თქვა გალაკტიონმა?
-
რომანტიკოსი იყო
და იმიტომ.
„სიყვარულო ძალსა შენსაც“ არ გაგიგია?
-
იცი, სიყვარული
რა არის? მიჩვევა და ერთიმეორეზე დამოკიდებულება, თანამოზიარეთა ერთობა. ქალსა და კაცს
შორის ამას ემატება ცხოველური ინსტიქტი, რასაც კაცთა ენაზე ლტოლვას ეძახიან. ხომ გაგიგია, გადამიყვარდაო, დაქორწინების
მერე რომ უთქვამთ? ანუ ორმა სხეულმა ერთმანეთის მიმართ ჟინი დაკარგა. სიყვარული რომანტიკოსების
მოგონილია. ანუ იყო იქ, სადაც არ ხარ და რომ მოხვდე იქ, აღარ მოგეწონება.
მშობლისა
და შვილის სიყვარულზე რაღას იტყვი?
-
მაგაზე ზემოთ
გითხარი უკვე. თუმცა შვილის პოზიცია თუ გაინტერესებს , განსაკუთრებით, ცნობიერების
მოსვლამდე, ფროიდის გადაკითხვას გირჩევ.აქ არ მინდა განვავრცო, მეშინია, ხალხს არ „გადავუყვარდე“.
აქვე, იმასაც დავამატებ, რომ ვიდრე
შვილი მშობლის მიმართ რაიმეს იგრძნობს, მის მიმართ დამოკიდებულებას და შეჩვევას განიცდის.
მისი ე.წ. სიყვარულიც, განსაკუთრებით, დედისადმი, არის ალტრუისტული, რადგან ეს ორი
ერთმანეთიდან არიან.
მე მაინც მგონია, რომ სიყვარული არსებობს.
გულში სითბოს რომ იგრძნობ, გაიღიმებ ან გული აგიჩუყდება, აი, ეგ არის სიყვარული.
-
მე პატივს ვცემ
შენს რომანტიზმს და არ გირჩევ, ჩემი იდეების გაზიარებას, ცხოვრება მძიმე ტვირთად დაგაწვება.
მეგობრობა არსებობს?
-
მეგობრობა თავშესაფარია.
ეს არის ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა, რომლებიც სინამდვილეში,
მუდამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. უბრალოდ, „მათი საკუთარი ინტერესები“
ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს კვეთს და სწორედ ამიტომ ურთიერთობენ ერთმანეთთან.
აკი, "მეგობრობა გზად და ხიდადო?"
-
კი, შეიძლება
იყოს ხიდი და მოასფალტებული გზაც, თუ აზვირთებულ მდინარეზე გადადიხარ ან ეკალ-ბარდებში
სიარულმა სხეული დაგიჩეხა. დანარჩენ შემთხვევებში, ის სურნელოვანი ყვავილებით გაშენებული
ბაღია, სადაც მაშინ მიდიხარ, როცა გულის გადაყოლება გინდა.
რემარკის „სამი მეგობარი“ ტყუილი ყოფილა.შენ მე გული
მატკინე ეხლა.
-
მე ხომ გითხარი,
აზვირთებულ მდინარეში და ეკალ-ბარდებშია მეგობრობა ხიდი თქო? რემარკის ეპოქაში ომი
იყო და ამიტომ ჩანდა ეს მეგობრობა ასეთი ამაღელვებელი . პატრის ჰოლმანისადმი სიყვარული
კი, იმიტომ იყო ასეთი ემოციური, რომ ის ავად იყო. მძიმე გარემო, ავადმყოფობა - ეს ყველაფერი
საკმარისია ადამიანში ღვთიური საწყისების წინა პლანზე წამოსაწევად, მითუმეტეს, მწერლის
მიერ, რომლის მისიაც საზოგადოებაში სიკეთის თესვა და ბრძოლაა კაცთა ცნობიერების შესაცვლელად.
შენი ინტერვიუ ირონიული და ნამსხვრევებად ქცეული ადამიანის
ნაფიქრის ფურცელზე გადმოტანაა. არ გინდა , ბოლოსკენ მაინც რაიმეთი იმართლო თავი?
-
თავს ის იმართლებს,
ვინც თვლის, რომ რაღაცას არასწორედ ფიქრობს ან ამბობს. სამახსოვროდ კი, ერთი ძალიან
კარგი მწერლის სიტყვებს დაგიტოვებთ: სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა
გულებია. და აქვე დავამატებ, რომ სატანაც ღმერთის შექმნილია.
2016 წ.
2016 წ.
III
ტრილოგია
(დასასრულის დასაწყისი)
ტრილოგია
(დასასრულის დასაწყისი)
რას აკეთებ?
ვმუშაობ.
რაზე მუშაობ?
არ ვიცი, უბრალოდ, ვმუშაობ.
მოგწონს მუშაობა?
კი, ცუდი არაა.
რისი კეთება გინდა?
ყველაფრის.
ყველაფერი რა არის?
სამყაროს შეცვლა მინდა.
როგორი სამყარო გინდა?
ლამაზი, თანაბარუფლებიანი, თანასწორი და ჰუმანური.
შეგიძლია სამყაროს შეცვლა?
კი, შემიძლია. შემიძლია დავწერო და ადამიანები დავაფიქრო.
წერით გინდა სამყაროს შეცვლა?
კი. ეს ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.
დროში გაიწელება.
გეთანხმები, მაგრამ ოდესმე ვინმე რომ იქნება ბედნიერი, ჩავთვლი, რომ მისია შევასრულე.
რა არის შენი მისია?
წერა.
რაზე გინდა წერა?
ადამიანებზე, მათ ცნობიერებაზე და მათ რთულ შინაგან სამყაროზე
ბავშვები.
ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლებოდა რომ ამ სამყაროს დამართნოდა
როგორები არიან ბავშვები?
ყველაზე გამჭვირვალეები, სუფთები, რომელთაგანაც ჭკვიანი ადამიანი საინტერესო პიროვნებას გამოძერწავს, იმ პიროვნებას, რომელიც სამყაროს შეცვლის.
მომავალს აქვს მომავალი?
კი, მომავალს აქვს მომავალი, იმიტომ რომ ადამიანები ვითარდებიან და სულ უფრო მეტად იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.
შუასაუკუნეები.
ყველაზე მძიმე ხანა. როცა ადამიანს ღმერთის იმედი აქვს ან ღმერთით მანიპულირებს, ის ყველაზე საშიშია.
რატომ?
იმიტომ რომ ასე საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის და თავად კი არ ცდილობს, შეცვალოს, არამედ დინებას მიყვება და კარგსაც და ცუდსაც ღმერთის ნებას მიაწერს.
ფსიქოლოგია.
საჭირო რამეა. ფსიქოლოგმა მეგობარმა საინტერესო რამ მითხრა: კარგი ფსიქოლოგი იმას კი არ გკარნახობს, რა უნდა გააკეთო, თავად მიყავხარ იმ დასკვნამდე, თუ რა უნდა გააკეთოო.
რას ნიშნავს იყო დიდი?
დიდობა ის კი არ არის, ჩიტების ჭიკჭიკს რომ გაიგებ და არ შეიმჩნევ. დიდობა არის ის, რამდენად შეგიძლია შენს ქმედებებზე აგო პასუხი, რამდენად შეგიძლია იყო მართალი საკუთარ თავთან და აღიარო შეცდომები. როდესაც საკუთარი წარსულის არ გრცხვენია, როცა სიმართლის თქმის არ გეშინია და როცა მომავალს თავაწეული უსწორებ თვალს - ეს არის დიდობა.
მეგობრები.
რთული საკითხია. საჭიროა მეგობრები, მაგრამ ხშირად, ისინი ბოლომდე ვერ მოგყვებიან და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის ურთიერთობაში.
რას გულისხმობ?
მე განვსხვავდები. მე სულ წინ მივდივარ. ჩემთვის არ არსებობს ტაბუ და ფრაზა: არ გავაკეთებ! ამ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ და საკუთარ ტყავზე ბევრი რამე უნდა გამოსცადო. თუ ვერ გათხოვდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გქონდეს სექსი, წამალზე დამკიდებული თუ არ გახდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინიმუმ მოსაწევი მაინც არ უნდა გასინჯო, ეკლესიური თუ არ ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასოდეს შეხვიდე ეკლესიაში. მე მგონია, რომ ადამიანმა ბევრი ცხოვრებით უნდა იცხოვროს.
შენ ცხოვრობ ბევრი ცხოვრებით?
მე ვცდილობ, ვიცხოვრო ბევრი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ ვურთიერთობ ბევრ განსხვავებულ ადამიანთან და ვარ ღია. უბრალოდ, ზოგჯერ ისინი თავად წყვეტენ, ჩემი შეშვება უნდათ თუ არა თავიანთ სამყაროში.
განიცდი რამეს?
კი, განვიცდი. წლების განმავლობაში დაგროვილ სიჩუმეს განვიცდი.
ნანობ რამეს?
* -ნას რომ ვაწყენინე და *-ას არ ვკითხე, რატომ შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა.
* -ნას განგებ აწყენინე?
ალბათ, კი, რადგან კარგად რომ მოვქცეოდი, პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე არ ვიქნებოდი მართალი, იმიტომ რომ მის მიმართ წყენა მქონდა.
რა წყენა?
თავის დროზე ჩემს იმ ნაცნობს რომ მიანიჭა უპირატესობა, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან ღიად ძალადობდა მორალურად და ემოციურად როგორც ჩემზე, ისე ზოგადად, სხვა ბევრ ადამიანზე. ვერ ვაპატიე, ვერ შევძელი.
ის ნაცნობი?
ის ნაცნობი საერთოდ წავშალე ცნობიერებიდან. იმდენად, რომ ქუჩაშიც ვერ ვიცნობ ალბათ.
ახალი სამსახური მოგწონს?
კი, კარგია, მაგრამ ჩემი არაა. მე სარკიდან სხვა სამსახური და სტატუსი მიყურებს.
გამოვა შენი მიზნიდან რამე?
არ ვიცი, ალბათ, გამოვა. იმედია, გამოვა.
წარმატებებს გისურვებ!
მადლობა.
და ბოლოს...
ბოლოს, ცხოვრება ის რთული სათამაშოა, რომლითაც მაქსიმალურად უნდა გაერთო, "დაუჭირო მუღამი" და ეცადო, შენი აწმყო გახადო წარსულზე უკეთესი და მომავალი აწმყოზე უკეთესი.
08.2019
IV
ემოცია
- გტკივა?
- ძალიან!
- აღწერე
- ქირურგის სავარძელში ზიხარ და ქირურგი ანესთეზიის
გარეშე გაჭრის ხორცებს, დაუსრულებლად, შეუსვენებლად
- მჯდარხარ
ეგეთ სავარძელში?
- კი
- როგორი იყო?
- თმის ღერიდან ფეხის თითის წვერამდე, მთელს სხეულში უცნაურად დავლილი სასიამოვნო ჟრუანტელი იყო. ერთიანად ვიჭერდი ხოლმე ხელებს წელზე, მოზღვავებული თბილი ენერგია რომ შემეჩერებინა .
- კითხე რა მოხდა?
- არა
- უსაყვედურე?
- არა
- რატომ?
- ხაზებს შუა კითხვა მეხერხება
- ეტყოდი რამეს?
- მადლობა.ს.
- მან ხომ ქირურგის სავარძელში ჩაგსვა?
- რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს
- რას აპირებ?
- წინსვლას მომავალში
- გენატრება?
- ემოცია მენატრება
- რომ მობრუნდეს?
- ადიდებულ მდინარეში მეორედ შესვლა რთული იქნება!
2023